გიორგი ვაშაძე – ამ ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდება მაშინ, როცა ის კაცი, რომელიც მთიდან გვიყურებს, ჩვენი ბედით თამაშს თავს დაანებებს

397 წაკითხვა

ამ ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდება მაშინ, როცა ის კაცი, რომელიც მთიდან გვიყურებს, ჩვენი ბედით თამაშს თავს დაანებებს, – ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძე განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, პოლარიზაციაზე ხელს ოლიგარქიული რეჟიმი ითბობს.

,,ამ ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდება მაშინ, როცა ის კაცი, რომელიც მთიდან გვიყურებს, ჩვენი ბედით თამაშს თავს დაანებებს. ჩვენ, ამ ქვეყანაში გასაყოფი არაფერი არა გვაქვს. როგორც კი, ქვეყანა საქმის საკეთებლად მოიქოქება და საქმე საქმეზე მიდგება, არც დაპირისპირებისა და არც პოლარიზაციის დრო არ გვექნება. დღეს, პოლარიზაციაზე ხელს ოლიგარქიული რეჟიმი ითბობს, რომელიც მიზანმიმართულად ცრუ დილემებს გვიყენებს და ამ ცრუ დილემებზე ჩვენი ყურადღება გადააქვს.

ჩვენ ვერთვებით ყველგან, სადაც არის კანონით გაწერილი პროცედურა, რომ აი, ასე ვთანხმდებით, ასე ვიღებთ გადაწყვეტილებას. იქ, სადაც ამის პროცედურა არ არსებობს, ის არის წყლის ნაყვა და ფიზიკურად დრო არ გვაქვს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძე.

Next Post

იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა

სამ ივლ 26 , 2022
397 წაკითხვაიმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს. პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ“, – წერს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი რუსეთის ფედერაცია […]

შესაძლოა მოგეწონოთ