„კასპერსკის ლაბორატორია“ ეფექტურად გვიცავს  პროგრამა-გამომძალველებისაგან

594 წაკითხვა

,,კასპერსკის ლაბორატორიი“ სამმა პროდუქტმა ერთდროულად გვიჩვენა, რომ მას შეუძლია უზრუნველყოს  ასპროცენტიანი დაცვა გამომძალველი პროგრამებისაგან  AV-TEST ტესტირების დროს. ეს არის ორი კორპორატიული გადაწყვეტა, Kaspersky Security for Business და Kaspersky Small Office Security, ასევე გადაწყვეტა სახლის მომხმარებლებისთვის Kaspersky Internet Security.

როგორც თვითონ „კასპრსკის ლაბორატორია“  იუწყება, AV-TEST-ის სპეციალისტებმა შეამოწმეს, თუ როგორ გამოავლენენ თავს  ათ  სხვადასხვა სცენარისას   გამომძალველი პროგრამების   გადაწყვეტილებები იმ მოწყობილობებზე, რომლებზეც დაყენებულია Windows 10. მოდელირებული იქნა საფრთხის სხვადასხვა ვერსიები, მაგალითად, არქივში დამალული მავნე პროგრამული უზრუნველყოფის ფაილები, PowerPoint ფაილები სკრიპტებით, HTML ფაილები მავნე შინაარსით. „კასპერსკის ლაბორატორიის“  პროდუქტებმა წარმატებით აღმოაჩინა ყველა შეტევა და მთლიანად დაბლოკა ისინი. მათმა დამოუკიდებელი ანალიტიკოსებისგან მიიღეს უმაღლესი შეფასება   და სერთიფიკატი  Advanced.  ეს არის „კასპერსკის ლაბორატორიის“ პროდუქტების ეფექტურობის კიდევ ერთი დადასტურება, ბოლო ტესტირება ჩატარდა 2021 წელს.

„ჩვენი მონაცემებით, მსოფლიოში კომპანიების 64% უკვე გახდა გამომძალველი  პროგრამების მსხვერპლი. ასეთი თავდასხმების რიცხვი  იზრდება და კომპანიებმა უნდა მიაქციონ ყურადღება, რამდენად კარგად არის დაცული მათი ქსელები.  ჩვენ ახლახან გამოვაქვეყნეთ ანგარიში დაშიფვრასთან დაკავშირებული ტექნიკის, ტაქტიკისა და პროცედურების შესახებ და გამოვავლინეთ მრავალი საერთო ყველაზე აქტიურ ჯგუფებს შორის. ჩვენი ანგარიში შეიძლება დაეხმაროს ორგანიზაციებს უკეთ აღიარონ ასეთი საფრთხეები და დაიცვან თავი მისგან“, – ამბობს „კასპერსკის ლაბორატორიის“  საფრთხეების კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი ალექსანდრე ლისკინი. — 2021 და  2022  წლებისთვის მიღებული AV-TEST სერთიფიკატი არის იმ სამუშაოების მნიშვნელოვანი აღიარება, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ისე, რომ ჩვენი პროდუქტები უზრუნველყოფენ საუკეთესო დაცვას გამომძალველი  პროგრამებისგან და ხელს უშლის მათ ქსელში შეღწევას და კორპორატიული მონაცემების დაშიფვრას.

AV-TEST ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე:  https://www.av-test.org/en/news/26-security-solutions-undergo-an-advanced-threat-protection-test-against-ransomware/.

* 2022 წელს გამოქვეყნებული გამომძალველი  პროგრამების შეტევების კვლევის მონაცემები. გამოკითხვა ჩატარდა 2022 წლის აპრილში და მასში მონაწილეობა მიიღო 900 რესპონდენტმა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან, აფრიკიდან, რუსეთიდან, ევროპიდან და აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებიდან.

 

Next Post

კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე - არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე ომში ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას

ხუთ ივლ 28 , 2022
594 წაკითხვასაქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებულ საკითხზე პირველ განცხადებას „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აკეთებს. ინტერვიუში კელი დეგნანი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი „საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში“, ან შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. „როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 […]

შესაძლოა მოგეწონოთ