ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-სომხეთის ახალი საავტომობილო ხიდის გახსნის ცერემონიალზე – მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ, ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს

313 წაკითხვა

ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი საავტომობილო ხიდი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გახსნა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია.

Next Post

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7908 ლარი გახდა

შაბ აგვ 20 , 2022
313 წაკითხვა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7908 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7891 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8084 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8357 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0273 ლარი […]