635 წაკითხვა
უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
კრემლის განცხადებით, ემანუელ მაკრონთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაში კიევი დაადანაშაულა, რამაც, მისი თქმით, “ფართომასშტაბიანი კატასტროფის” რისკი შექმნა.
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ჯგუფის ელექტროსადგურში გაგზავნის აუცილებლობაზე ორივე ლიდერი თანხმდება.
კრემლის ინფორმაციით, პუტინი მაკრონს მსოფლიო ბაზრებზე რუსული სურსათისა და სასუქი პროდუქტების მიწოდების დაბრკოლებების შესახებაც ესაუბრა.