ნიკა მელია – თუ ვინმე აწყობს რევოლუციას, არის თავად ხელისუფლება – არ ყოფილა პრეცედენტი, როდესაც ხალხს სწორ ადგილზე მოუწყვია რევოლუცია

334 წაკითხვა

თუ ვინმე აწყობს რევოლუციას, ამ რევოლუციის მომწყობი არის თავად ხელისუფლება. არ ყოფილა პრეცედენტი, როდესაც ხალხს სწორ ადგილზე მოუწყვია რევოლუცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, „ისფედის“ გამოქომაგებით, აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს და „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს.

როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული საზოგადოება აუცილებლად მიაღწევს ამ ქვეყანაში ახალ არჩევნებს და „არჩევნები იქნება შესაძლებლობა, რომ მშვიდობიანად შეიცვალოს რეჟიმი“.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში და გამონაკლისი ვერ იქნება საქართველო, თუ ვინმე აწყობს რევოლუციას, ამ რევოლუციის მომწყობი არის თავად ხელისუფლება. არ ყოფილა პრეცედენტი, როდესაც ხალხს სწორ ადგილზე მოუწყვია რევოლუცია. დიახაც, რეჟიმი „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მთლიანად დარჩეს იზოლირებული, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე. დიახაც, მხოლოდ და მხოლოდ ეს ადამიანები შემორჩა რუსულ ოცნებას, რომლებიც დღიდან დღემდე ავრცელებენ განცხადებებს. დამისახელეთ ერთი მწერალი, ერთი მსახიობი, ერთი საზოგადო მოღვაწე, რომელიც ღიად მხარს დაუჭერს რუსულ ოცნებას, რომელიც დგას იმ პოზიციაზე, რაზეც დგას ბიძინა ივანიშვილი. ისინი სრულად იზოლირებულები არიან როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე. მათი მხრიდან ბრალდებები არის პროზაული და არავის აღარ უკვირს. სხვა საკითხია, რა უნდა ქნას ქართულმა საზოგადოებამ. ქართული საზოგადოება აუცილებლად მიაღწევს ამ ქვეყანაში ახალ არჩევნებს. არჩევნები იქნება შესაძლებლობა, რომ მშვიდობიანად შეიცვალოს რეჟიმი“, – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებით, „ისფედის“ გამოქომაგებით, აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს და „ნაცმოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს. მათი შეფასებით, „ისფედი“, რამდენიმე ენჯეოსთან ერთად, პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება ამერიკის საელჩოს მიერ არის კოორდინირებული.

Next Post

როგორ ინარჩუნებს “აიფონი” პოპულარობას?

ორშ აგვ 22 , 2022
334 წაკითხვა„აიფონი“ პირველობას არ თმობს ტელეფონის ყიდვისას, ჩვენ ზოგადად გირჩევთ, დარჩეთ იმავე პლატფორმაზე, რომელსაც ამჟამად იყენებთ. ახალ პლატფორმაზე გადართვა გულისხმობს ახალი ინტერფეისის თავისებურებების შესწავლას და შეძენილ აპებზე წვდომის დაკარგვას. მაგრამ თუ მაინც ფიქრობთ, რომ დროა ანდროიდიდან აიფონზე გადაერთოთ, ამ სტატიაში წარმოგიდგენთ iOS-სა და Android-ს შორის განსხვავებებს, რომელიც დაგარწმუნებთ, რატომ არ თმობს აიფონი პირველობას და რატომ ხდება ის ყოველ წელიწადს უფრო […]

შესაძლოა მოგეწონოთ