სტანდარტული და ბრუნვადი კარები

478 წაკითხვა

შენობის ინტერიერის დაგეგმვა კომპლექსური სამუშაოა. სასურველი შედეგის მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა სამ ძირითად ფაქტორს ენიჭება:

  • ინტერიერის სწორ დაგეგმარებას
  • პროცესში პროფესიონალების ჩართულობას
  • ხარისხიანი სამშენებლო მასალების გამოყენებას

თუ სახლის, კომერციული ფართის ან ოფისის ინტერიერის მოწყობას გეგმავთ, კარგი დიზაინერის გარდა, აუცილებლად დაგჭირდებათ ისეთი მასალების შერჩევა, რომლებიც ვიზუალურად და ფუნქციურად იდეალურ თანხვედრაში მოვა სივრცის ყველა სხვა დეტალთან.

ინტერიერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს კარი. ვინაიდან, ნებისმიერ სივრცეში შესვლისთანავე, კარი სწორედ ისაა, რასაც პირველად ვხედავთ. ის გვიქმნის განწყობას და საკმარისია, შევეხოთ კარს, ჩვენმა გონებამ უკვე იცის, რა დაგვხვდება მის მიღმა.

არსებობს კარებების სხვადასხვა ტიპები:

კარის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა ტიპის სივრცისთვის გვჭირდება ის. მაგალითად, თუ კარს ოფისისთვის ვარჩევთ, ამ დროს იდეალურ ვარიანტს სტანდარტული კარები წარმოადგენს. კარგი დიზაინის, ხარისხიანი მასალებით დამზადებული სტანდარტული კარები სივრცის ინტერიერს განსაკუთრებულ დახვეწილობას მატებს.

თუ კარი კომერციული სივრცისთვის, სუპერმარკეტისთვის, სააგენტოს ან სხვა ტიპის სივრცისთვის გჭირდებათ, სადაც ყოველდღიურად ადამიანების დიდი ნაკადი გადაადგილდება, ამ დროს ძალიან კარგი არჩევანია ბრუნვადი კარები.

გარდა იმისა, რომ ბრუნვადი კარები ინტერიერის დიზაინს მდიდრულს და დახვეწილს ხდის, ის ფუნქციურად მეტად გამოსადეგია, რადგან სტანდარტული კარებისგან განსხვავებით, ერთდროულად რამდენიმე ადამიანის გატარების საშუალებას იძლევა.

თუ პირადი ან კომერციული სივრცის მოწყობას აპირებთ, აუცილებლად შეარჩიეთ კარი, რომელიც ფუნქციურად და ვიზუალურად მოერგება ინტერიერის ერთიან სტილს. თანამედროვე, გამორჩეული დიზაინის მქონე, მაღალი ხარისხის მასალებით დამზადებული სტანდარტული და ბრუნვადი კარებების შეძენა შეგიძლიათ დომუს ალუმინიუმში.

დომუსის შვილობილი კომპანია „დომუს ალუმინიუმი“ საქართველოს სამშენებლო ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. დომუს ალუმინიუმი ორი ლიდერი ევროპული კომპანიის – გერმანული Schüco-ს და ბელგიური Reynaers-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. როგორც სანდო და ხარისხის უმაღლესი სტანადრტების მქონე კომპანია – დომუს ალუმინიუმი არაერთი სამშენებლო პროექტის, მათ შორის კომპანია დომუსის ყველა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის აქტიური მონაწილეა.

Next Post

საქართველოში კომპიუტერის მომხმარებლებზე “კრიპტომაინერების” თავდასხმები და ადგილობრივი საფრთხეები მკვეთრად გაიზარდა

ხუთ აგვ 25 , 2022
478 წაკითხვა 2022 წლის მეორე კვარტალში ფინანსური მავნე პროგრამების და გამოსასყიდი პროგრამების თავდასხმები კომპიუტერის მომხმარებელთა წინააღმდეგ საქართველოში შესუსტდა, ხოლო კრიპტომაინერების თავდასხმები ინტერნეტის საშუალებით (ვებ -შეტევები) და ადგილობრივი საფრთხეები გაძლიერდა, მაშინ როცა პირველ კვარტალში თავდასხმულთა წილის კლების ტენდენცია გაგრძელდა. ამრიგად, „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემებით საანგარიშო პერიოდში ფინანსური მავნე პროგრამების შეტევები ნულამდე შემცირდა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის აპრილ-ივნისში 0,4% იყო. ამა […]