საქართველოში კომპიუტერის მომხმარებლებზე “კრიპტომაინერების” თავდასხმები და ადგილობრივი საფრთხეები მკვეთრად გაიზარდა

343 წაკითხვა

2022 წლის მეორე კვარტალში ფინანსური მავნე პროგრამების და გამოსასყიდი პროგრამების თავდასხმები კომპიუტერის მომხმარებელთა წინააღმდეგ საქართველოში შესუსტდა, ხოლო კრიპტომაინერების თავდასხმები ინტერნეტის საშუალებით (ვებ -შეტევები) და ადგილობრივი საფრთხეები გაძლიერდა, მაშინ როცა პირველ კვარტალში თავდასხმულთა წილის კლების ტენდენცია გაგრძელდა.

ამრიგად, „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემებით საანგარიშო პერიოდში ფინანსური მავნე პროგრამების შეტევები ნულამდე შემცირდა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის აპრილ-ივნისში 0,4% იყო.

ამა წლის მეორე კვარტალში, იმ მომხმარებელთა წილი, რომლებმაც გამოსასყიდი პროგრამების თავდასხმა განიცადეს 0,1%-დან შემცირდა 0,06%-მდე, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

საქართველოში 2022 წლის აპრილ-ივნისში იმ მომხმარებელთა წილი, რომელსაც თავს დაესხნენ ფარული კრიპტომაინერები 1,14% იყო, 2021 წლის მეორე კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 0,38%-ს შეადგენდა.

გარდა ამისა, მკვეთრად გაიზარდა კომპიუტერების მომხმარებელთა წილიც, რომლებსაც თავს დაესხნენ ინტერნეტის საშუალებით: 2022 წლის მეორე კვარტალში დარეგისტრირდა ასეთ მომხმარებელთა 9,37%, წინა წლის 4,45%-თან შედარებით.
ზრდა დაფიქსირდა ლოკალური საფრთხეების სფეროშიც (მავნე პროგრამა, რომელიც შედის მოწყობილობებში სხვადასხვა მოსახსნელი მედიიდან, როგორიცაა სმარტფონები, USB ფლეშ დრაივები ან მეხსიერების ბარათები): საქართველოში მომხმარებელთა წილმა, რომლებიც შეეჯახნენ მსგავსი სახის ადგილობრივ საფრთხეებს, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შეადგინა 15,35%, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 8,93%-ს შეადგენდა.

იმისათვის, რომ არ გახდნენ კიბერშეტევების მსხვერპლი, კომპანიის ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ პერსონალურ მომხმარებლებს არ მიჰყვნენ საეჭვო ბმულებს სოციალურ ქსელებში, ფოსტასა და მყისიერ მესინჯერებში, ეჭვით მოეკიდნონ მომგებიან შეთავაზებებს, გამოიყენონ სხვადასხვა ძლიერი პაროლი ყველა ანგარიშზე და დააინსტალირონ საიმედო უსაფრთხოების გადაწყვეტა მათ მოწყობილობაზე.
კორპორატიულ მომხმარებლებს ურჩევენ რეგულარულად ჩაატარონ კიბერცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგები თანამშრომლებისთვის, სადაც მათ შეეძლებათ განავითარონ ციფრულ გარემოში უსაფრთხო ქცევის პრაქტიკული უნარები, შექმნან სარეზერვო ასლები და დაშიფრონ ფაილები დამატებითი დაცვისთვის მოწყობილობის დაკარგვისა და მონაცემთა გაჟონვის შემთხვევაში, რეგულარულად განაახლონ პროგრამული უზრუნველყოფა.

ასეთი სახის განახლებებში დეველოპერები ასწორებენ იმ დაუცველობებს, რომლითაც შეიძლება ისარგებლონ თავდამსხმელებმა, გარდა ამისა ყოვლისმომცველი დაცვისთვის გამოიყენონ სწორი გადაწყვეტა მარტივი მენეჯმენტით და უსაფრთხოების დადასტურებული მახასიათებლებით.

Next Post

„ოცნებიდან“ წასული დეპუტატები - ე.წ. გავრილოვის ღამით ერთი მხრიდან პარლამენტში საელჩოს ერთი ფავორიტი მელია იჭრებოდა, ხოლო მეორე მხრიდან ადამიანებს დამიზნებით საელჩოს კიდევ ერთი ფავორიტი, გახარია ესროდა

პარ აგვ 26 , 2022
343 წაკითხვაე.წ. გავრილოვის ღამეზე ბევრს არ ვიტყვით, იმ ღამით ერთი მხრიდან პარლამენტში საელჩოს ერთი ფავორიტი, ნიკანორ მელია იჭრებოდა, ხოლო მეორე მხრიდან ადამიანებს დამიზნებით საელჩოს კიდევ ერთი ფავორიტი, გიორგი გახარია ესროდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილის და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მათი შეფასებით, ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, თუ სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის „რადიკალური დღის წესრიგის უკან“. „როგორც […]