საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ

საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ. დეპუტატების და სამართლის ექსპერტების მონაწილეობით დღეს საქართველოს პარლამენტში სარჩელთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, თამარ კორძაია, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშვილი, ანა ბუჩუკური.

საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის უფლებამოსილება მინიმუმ 30 დეპუტატს აქვს, ინიციატორი დეპუტატების განცხადებით, სარჩელზე ხელმოწერასთან დაკავშირებით მათ კონსულტაციები აქვთ საპარლამენტო ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან და ხელმოწერები უახლოეს დღეებში შეგროვდება.

სარჩელი „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრების მიერ მომზადდა. აღნიშნული ორგანიზაციები ასევე განახორციელებენ დეპუტატების წარმომადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოში. სადავო ცვლილებები, რომელსაც დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, გასული წლის დეკემბერში იქნა ინიცირებული „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატის მიერ და დაჩქარებული წესით მიიღო საქართველოს პარლამენტმა.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *