აგვისტოში, რუსეთიდან 30 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, აგვისტოში, რუსეთიდან 30 ათასი ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, იმპორტის დადებითი ტენდენცია ნარჩუნდება და სექტემბრის პირველ კვირაში საქართველოში რუსეთიდან 11 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა.

„ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტი ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო. აგვისტოს თვეში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. აგვისტოში 30 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა. მათ შორის შემოვიდა, როგორც ხაზინის გავლით, ასევე ფოთის და ბათუმის პორტებში. სექტემბრის პირველი კვირის მდგომარეობით კი, ფაქტობრივად, 11 ათასი ტონა ხორბალია შემოსული. ეს ძალიან კარგი ტენდენციაა. ასეთი რაოდენობის ხორბლის შემოსვლა თავისთავად მიანიშნებს, რომ გარკვეულწილად წისქვილკომბინატებიც ამუშავდნენ. ხორბალი რეალურად რუსეთიდან შემოდის, რადგან ჩვენ მსოფლიო ბაზრებიდან შეძენილ ხორბალთან შედარებით, ყველაზე იაფ ხორბალს ვიღებთ. ეს არის ყველაზე იაფი“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში აგვისტოში რეკორდული რაოდენობის – 24 ათასი ტონა ფქვილის იმპორტი განხორციელდა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა რუსული წარმოშობის იყო.

„ბოლო თვეები, როდესაც ხორბლის იმპორტი შემცირდა, ძირითადი დატვირთვა ფქვილზე გაიზარდა და საშუალოდ, თვეში 15 ათასი ტონა ფქვილი შემოდის. რეალურად თავისი მაჩვენებლის გარკვეულწილად რეკორდული იყო აგვისტო, როდესაც თითქმის 24 ათასი ტონა ფქვილი შემოვიდა. რა თქმა უნდა, აქაც აბსოლუტური დიდი უმრავლესობა რუსული წარმოშობის იყო. ფქვილის იმპორტი სექტემბრის თვეშიც აქტიურად ხდება. დღეის მდგომარეობით, შემოსულია დაახლოებით, 3 600 ტონამდე ფქვილი, რომლის დიდი ნაწილიც ასევე, რუსეთიდან არის შემოსული“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

რაც შეეხება ხორბლის ადგილობრივ მოსავალს, როგორც გიორგი ხანიშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წელს საქართველოში მიღებული ხორბლის საერთო რაოდენობა სავარაუდოდ, 160-170 ათას ტონას მიაღწევს.

მისივე თქმით, პარალელურად, ხორბლის წარმოების გაზრდის პროგრამაზე მუშაობა გრძელდება, რომლის მიზანი თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის 50-60%-მდე მომატებაა.

„პროგრამა მუშავდება. რაც მთავარია პროგრესი არის და ვფიქრობ, ჩვენ ძალიან საინტერესო დახმარება გვექნება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომელიც რეალურად ხორბლის წარმოების გაზრდას მოხმარდება, შესაბამისად, ხორბლის წარმოების გაზრდა თვითუზრუნველყოფის გაზრდა იქნება. რეალობაში საქართველოს ნამდვილად შეუძლია. დღეს თვითუზრუნველყოფა 15-17%-ის ფარგლებშია. ასეთი დიდი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქვეყანა თვითუზრუნველყოფის 50-60%-იან მაჩვენებელს მიაღწევს. პროგრამა მრავალწლიანია“, – აღნიშნა მინიტრის მოადგილემ.

ipn

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *