„კასპერსკის ლაბორატორიამ“ გახსნა გამჭვირვალობის ცენტრები სინგაპურში, აშშ-სა და იაპონიაში

„კასპერსკის ლაბორატორიამ“ ერთდროულად გახსნა გამჭვირვალობის სამი ახალი ცენტრი. ახლა კომპანიის მომხმარებლებს და პარტნიორებს შეუძლიათ გაეცნონ განვითარებისა და მონაცემთა დამუშავების მიღებულ პრაქტიკას და გააანალიზონ პროდუქტების საწყისი კოდი სინგაპურში, აშშ-სა და იაპონიაში.

„კასპერსკის ლაბორატორიამ“ გამჭვირვალობის ცენტრების ქსელის შექმნა დაიწყო 2018 წელს ციურიხში პირველი ასეთი ცენტრის გახსნით. კომპანია პირველი კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციაა, რომელმაც მსგავსი ინიციატივა წამოიწყო. ეს იყო „კასპერსკის ლაბორატორიის“ მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი უსაფრთხოების ტექნოლოგიების, ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა დამუშავების პრაქტიკის უპრეცედენტო ღიაობისკენ.

გამჭვირვალობის ცენტრები სთავაზობენ რამდენიმე სახის ვიზიტს, რაც დამოკიდებულია სტუმრების უნარებსა და მიზნებზე: უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის სფეროში „კასპერსკის ლაბორატორიის“ პრაქტიკის ზოგადი მიმოხილვიდან დაწყებული კომპანიების გადაწყვეტილებების საწყისი კოდის ყოვლისმომცველ ანალიზამდე, რომელიც მისი ექსპერტების მონაწილეობით ტარდება.
2018 წლიდან მოყოლებული, გამჭვირვალობის ცენტრებში 30-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, სადაც კორპორატიული მომხმარებლები გახდნენ ყველაზე ხშირი სტუმრები. მათ ძირითადად აინტერესებდათ „კასპერსკის ლაბორატორიის“ მიერ მიღებული პრაქტიკა მონაცემებთან მუშაობის შესახებ. ამ გამოცდილებამ განაპირობა პროგრამა Cyber Capacity Building Program შემუშავება. მისი მეშვეობით „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტები ცდილობენ დაეხმარონ საზოგადოებას მთელს მსოფლიოში ისწავლონ პრაქტიკული ინსტრუმენტები და მიიღონ ცოდნა, რომელიც აუცილებელია ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების შესაფასებლად.

„კასპერსკის ლაბორატორია“ უზრუნველყოფს საწყის კოდს მხოლოდ საკონსულტაციო მიზნებისთვის და მიჰყვება წვდომის უმკაცრეს პოლიტიკას. ეს იმას ნიშნავს, რომ საწყისი კოდის ანალიზის მოთხოვნა შეიძლება უარყოფილი იყოს უსაფრთხოების მიზეზების გამო. საწყისი კოდის მთლიანობა რომ უზრუნველყოს „კასპერსკის ლაბორატორია“ იძლევა წვდომას მხოლოდ წაკითხვისათვის, რაც მასში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას გამორიცხავს.

გამჭვირვალობის ცენტრების ვიზიტორებს შეუძლიათ გადახედონ უსაფრთხო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების დოკუმენტაციას და საწყის კოდს კომპანიის ძირითადი პროდუქტებისთვის სახლის და საწარმოს მომხმარებლებისთვის, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ვერსიებსა და საფრთხის აღმოჩენის წესებს. მათ ასევე შეუძლიათ შეადგინონ საწყისი კოდი, რათა დარწმუნდნენ, რომ იგი ემთხვევა საჯაროდ ხელმისაწვდომ მოდულებს; შეამოწმონ პროგრამული უზრუნველყოფის შემადგენლობა (Software Bill of Materials, SBOM); გააანალიზონ მესამე მხარის უსაფრთხოების აუდიტის (როგორიცაა SOC 2) და ISO 27001 სერტიფიცირების შედეგები დისტანციურად და პირდაპირ გამჭვირვალობის ცენტრში.

„ჩვენ ვართ პირველი კომპანია ინდუსტრიაში, რომელმაც გახსნა თავისი პროდუქტების საწყისი კოდი გარე განხილვისთვის. ჩვენს კლიენტებსა და პარტნიორებს საშუალება მიეცათ დარწმუნდნენ ჩვენი გადაწყვეტილებების საიმედოობასა და უსაფრთხოებაში. ახლა კი მსურს მოვიწვიო პოტენციური და არსებული მომხმარებლები, ასევე მარეგულირებლები ჩვენს ახალ გამჭვირვალობის ცენტრებში. ჩვენ ვუპასუხებთ თქვენს ყველა შეკითხვას საწყისი კოდის, საფრთხის აღმოჩენის წესების, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების, ასევე კომპანიის განვითარებისა და მონაცემთა დამუშავების პრაქტიკის შესახებ“, – ამბობს „კასპერსკის ლაბორატორიის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი ანდრეი ეფრემოვი.

ინფორმაციის გამჭვირვალობის გლობალური ინიციატივის შესახებ უფრო მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: https://www.kaspersky.com/transparency-center.

  • -

    გიორგი ვაშაძე – სამარცხვინო იყო, ბანერის ქვეშ ხოხვით ძვრებოდნენ მოსამართლეები და შედიოდნენ რესტორანში – გუშინ „კლანმა“ შემოსაზღვრა, რამდენია დარჩენილი, ვინც ყველაფერზეა წამსვლელი, უმრავლესობა არ მივიდა

    საბჭოთა სასამართლოშიც არ ყოფილა ისეთი უბედურება, რაც ახლა ხდება – რა სამარცხვინო იყო, ბანერის ქვეშ ხოხვით ძვრებოდნენ მოსამართლეები და ისე შედიოდნენ რესტორანში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360…

    ,,მათ შეეძლოთ მურუსიძის სახლში ექეიფათ, მაგრამ არა, ერთგულებას ამტკიცებენ, არ გამოუვათ“

    მათ შეეძლოთ მურუსიძის სასახლეში ექეიფათ, მაგრამ არა, ერთგულებას ამტკიცებენ – დაინახეთ მოსამართლე საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი არ აუშვეს იქ მყოფმა მოქალაქეებმა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რომელიც “ბაბილოდან”…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *