რომან გოცირიძე -კაჭრეთში შეხვედრით გამოჩნდა, რომ არანაირი „ქართული ოცნებიდან“ განდგომილები არ არსებობენ – ყველაფერს საბოლოოდ ნიღაბი აეხადა

432 წაკითხვა

კაჭრეთში მათი რეალური სახე გამოჩნდა – ქორებად დანიშნულები და ბატებად დანიშნულები შეიკრიბნენ ერთ დიდ დარბაზში,- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე იმ ფაქტს, რომ გუშინ კაჭრეთში გამართულ „ქართული ოცნების“ გასვლით შეხვედრას პარტიიდან წასული 4 დეპუტატიც ესწრებოდა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, აღნიშნული შეხვედრით დადასტურდა, რომ არანაირი განდგომილები არ არსებობენ.

„რა თქმა უნდა, არავის სჯეროდა, რომ რაიმე განდგომილები არსებობენ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დავალებით შექმნილი ჯგუფი, რომელსაც უფრო აგრესიულად უნდა გამოეხატა ანტი-დასავლური განწყობილებები და ეს არის „ქართული ოცნების“ ორი მხარე – ერთის მხრივ ვითომ ქორები და მეორეს მხრივ ვითომ ბატები. კაჭრეთში მათი რეალური სახის გამოჩენა მოხდა – ქორებად დანიშნულები და ბატებად დანიშნულები შეიკრიბნენ ერთ დიდ დარბაზში. უკვე თავხედურად ფორმალური გამიჯვნაც არ სცადეს და ამით მთლიანად მხარი დაუჭირეს იმ პოზიციას, რასაც ოთხეული აჟღერებდა, რომლის მთავარი შინაარსი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, საელჩოს მეშვეობით, უნდა საქართველოში ხელისუფლების შეცვლა რევოლუციური გზით და რომ საქართველოში არსებობს ამერიკის აგენტურა, რომელიც არის ყველა: ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და ა.შ.

ესენი პრორუსულ პარტიად კი არ უნდა მოვიხსენიოთ, არამედ უნდა მოვიხსენიოთ რუსულ პარტიად, რომელმაც უღალატა ქვეყანას, მის კონსტიტუციას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს მიზანი არის ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება და ესენი სწორედ ჩამოცილებისთვის იბრძვიან, ვინაიდან იმ 12 რეკომენდაციის შესრულება და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება ასუსტებს მათ პოზიციებს, ვინაიდან დემოკრატია – თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი სასამართლო, ოლიგარქის განდევნა პოლიტიკურ-ეკონომიკური სივრციდან, ნიშნავს მათი ძალაუფლების დაკარგვას. იქ შეკრებილი ადამიანებისთვის მთავარი არის ხელისუფლებაში ყოფნა იმ უკანანო სიკეთეებისთვის რასაც ისინი ღებულობენ ანუ ბიუჯეტის ძარცვა და დაუსჯელობა. ფაქტობრივად, იქ ორი მხარე კი არ იყო, არამედ იმ დარბაზში ეკიდა ბიძინა ივანიშვილის დიდი პორტრეტი, შეიძლება ფიზიკურად არა, მაგრამ ვირტუალურად და ყველაფერს საბოლოოდ ნიღაბი აეხადა. ის რაც იცოდა ყველამ, ეს დაადასტურეს დემონსტრაციულად“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, კაჭრეთში, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის გასვლით შეხვედრას „ქართული ოცნებიდან“ გასული ოთხი დეპუტატი – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი ესწრებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, სხდომას ოთხივე დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სტატუსით ესწრებოდა და არა პარტიის.

Next Post

პრეზიდენტი - თუ ენერგეტიკული კუთხით არ ვიქნებით დამოუკიდებლები, საერთოდ ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი, ეს კარგად ჩანს თუ დღევანდელ მოვლენებს და ევროპის მდგომარეობას შევხედავთ

ორშ სექ 12 , 2022
432 წაკითხვავიცით, რომ ენერგეტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში განაცხადა. ენერგორესურსებზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სვანეთი ასევე ძალიან მდიდარია ენერგორესურსებით. „ყველამ ვიცით, რომ საქართველო დიდწილად სვანეთზეა დამოკიდებული. ვიცით, რომ ენერგეტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. თუ ჩვენ ამ კუთხით არ ვიქნებით დამოუკიდებლები, ჩვენ საერთოდ ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი და ეს ძალიან კარგად ჩანს თუ დღევანდელ […]

შესაძლოა მოგეწონოთ