პრეზიდენტი – თუ ენერგეტიკული კუთხით არ ვიქნებით დამოუკიდებლები, საერთოდ ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი, ეს კარგად ჩანს თუ დღევანდელ მოვლენებს და ევროპის მდგომარეობას შევხედავთ

311 წაკითხვა

ვიცით, რომ ენერგეტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში განაცხადა.

ენერგორესურსებზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სვანეთი ასევე ძალიან მდიდარია ენერგორესურსებით.

„ყველამ ვიცით, რომ საქართველო დიდწილად სვანეთზეა დამოკიდებული. ვიცით, რომ ენერგეტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. თუ ჩვენ ამ კუთხით არ ვიქნებით დამოუკიდებლები, ჩვენ საერთოდ ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი და ეს ძალიან კარგად ჩანს თუ დღევანდელ მოვლენებს და ევროპის მდგომარეობას შევხედავთ, რომელიც იძულებულია დაჩქარებული ტემპით მონახოს ენერგეტიკის ალტერნატიული წყაროები, ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თავისუფლების შენარჩუნებისთვის, სვანებისთვის და ყველა ქართველისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Next Post

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების პერსპექტივას ვერ ვხედავთ

ორშ სექ 12 , 2022
311 წაკითხვარუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების წინაპირობები ამჟამად არ არსებობს. „ამჟამად ვერ ვხედავთ მოლაპარაკების პერსპექტივას და ვაცხადებთ, რომ არ არსებობს რაიმე წინაპირობა ასეთი მოლაპარაკებებისთვის“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, ხედავს თუ არა კრემლი ახლა ასეთი მოლაპარაკებების შესაძლებლობას და მიიჩნევს თუ არა მათ საჭიროდ. შეგახსენებთ, […]

შესაძლოა მოგეწონოთ