დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების პერსპექტივას ვერ ვხედავთ

436 წაკითხვა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების წინაპირობები ამჟამად არ არსებობს.

„ამჟამად ვერ ვხედავთ მოლაპარაკების პერსპექტივას და ვაცხადებთ, რომ არ არსებობს რაიმე წინაპირობა ასეთი მოლაპარაკებებისთვის“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, ხედავს თუ არა კრემლი ახლა ასეთი მოლაპარაკებების შესაძლებლობას და მიიჩნევს თუ არა მათ საჭიროდ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. მისი თქმით, არ დაელაპარაკება მათ, ვინც ულტიმატუმებს უყენებს.

Next Post

გიორგი ლაღიძე: „საქართველომ ისტორიული შანსი უნდა გამოიყენოს“

ორშ სექ 12 , 2022
436 წაკითხვაპარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება: „უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ წარმატება გარდაუვალია. სამწუხაროდ, ამ წარმატებაში საქართველოს ხელისუფლების წვლილი ნულოვანია, რაც ძალიან სამწუხარო და დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ჩვენს პარტნიორებთან მიზანმიმართულად ურთიერთობების დაძაბვის გამო, ხელისუფლება ქართველ ხალხს ისტორიულ შანსს აკარგვინებს. ფაქტია, ჩვენი ხელისუფლება არ დგას სიმართლის მხარეს და ქვეყანა რუსეთის […]