პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
„უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ წარმატება გარდაუვალია. სამწუხაროდ, ამ წარმატებაში საქართველოს ხელისუფლების წვლილი ნულოვანია, რაც ძალიან სამწუხარო და დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ჩვენს პარტნიორებთან მიზანმიმართულად ურთიერთობების დაძაბვის გამო, ხელისუფლება ქართველ ხალხს ისტორიულ შანსს აკარგვინებს. ფაქტია, ჩვენი ხელისუფლება არ დგას სიმართლის მხარეს და ქვეყანა რუსეთის უკანა ეზოდ გადააქციეს, სადაც უამრავმა ნაგავმა მოიყარა თავი. ქართველი ხალხი უნდა გამოფხიზლდეს და ყველა კოლაბორაციონალისტს და მოღალატეს მიუჩინოს თავისი ადგილი, თუ გვინდა ქვეყანა გადარჩეს, ეს თითოეული ქართველის ვალდებულებაა“ – აცხადებს გიორგი ლაღიძე.