„ქართულმა ოცნებამ“ კომიტეტების თავმჯდომარეების ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურები დაასახელა

513 წაკითხვა

„ქართულმა ოცნებამ“ კომიტეტების თავმჯდომარეების ვაკანტურ თანამდებობებზე კახა კახიშვილის, ირაკლი მეძმარიაშვილისა და ზაზა ლომინაძის კანდიდატურები დაასახელა.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მათი არჩევა მომდევნო კვირაში სესიაზე მოხდება.

„დღეს იწურება ვადა, როდესაც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წარადგინოს სამივე ვაკანტურ თანამდებობაზე თავისი ფრაქციის წარმომადგენლებისგან კანდიდატურები, ამიტომ გთავაზობთ გუნდის გადაწყვეტილებას. ჩემი ხელმოწერით საქართველოს პარლამენტს წარედგინება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი მეძმარიაშვილი, ხოლო ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა ლომინაძე. წარმატებებს ვუსურვებ სამივე მათგანს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მათი არჩევის შესახებ, რომელიც შემდეგ სასესიო კვირაში მოხდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

იპნ

Next Post

როგორ შევიძინოთ ავტომობილი ავტო სესხით ან ავტო განვადებით?

ხუთ სექ 15 , 2022
513 წაკითხვათუ დიდი ხანია ფიქრობ ახალი ან მეორადი მანქანის ყიდვაზე, აუცილებლად უნდა იცოდე ისეთი სერვისების შესახებ, როგორებიცაა ავტო სესხი და ავტო განვადება. რა არის ავტო სესხი ან/და ავტოგანვადება? ავტო სესხი არის სესხის ტიპი, რომელიც გაიცემა მომხმარებელზე მანქანის შეძენის მიზნობრიობით. პროცედურა საკმაოდ მარტივია – არჩევ სასურველ ავტომობილს, აკეთებ განაცხადს ავტო სესხზე, ავსებ პირად ინფორმაციას და ეცნობი სესხის პირობებს, რის შემდეგ გიმტკიცდება […]

შესაძლოა მოგეწონოთ