როგორ შევიძინოთ ავტომობილი ავტო სესხით ან ავტო განვადებით?

256 წაკითხვა

თუ დიდი ხანია ფიქრობ ახალი ან მეორადი მანქანის ყიდვაზე, აუცილებლად უნდა იცოდე ისეთი სერვისების შესახებ, როგორებიცაა ავტო სესხი და ავტო განვადება.

რა არის ავტო სესხი ან/და ავტოგანვადება?

ავტო სესხი არის სესხის ტიპი, რომელიც გაიცემა მომხმარებელზე მანქანის შეძენის მიზნობრიობით. პროცედურა საკმაოდ მარტივია – არჩევ სასურველ ავტომობილს, აკეთებ განაცხადს ავტო სესხზე, ავსებ პირად ინფორმაციას და ეცნობი სესხის პირობებს, რის შემდეგ გიმტკიცდება საჭირო თანხა მანქანის შესაძენად.

ავტო სესხის უპირატესობები:

  • პროცედურა მოითხოვს ძალიან ცოტა დროს და არის მარტივი
  • არ აქვს მომსახურების საკომისიო
  • აქვს მოქნილი გადახდის გრაფიკი
  • მტკიცდება ნებისმიერი ტიპის შემოსავლის გათვალისწინებით
  • არ საჭიროებს თანამონაწილეობას

ავტო სესხის გარდა, არსებობს მსგავსი ტიპის კიდევ ერთი სერვისი – ავტო განვადება, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ სასურველი ავტომობილი, თანხა კი თქვენზე მორგებული გრაფიკით და პირობებით გადაიხადოთ, წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში.

ავტო განვადება ისეთივე სერვისია, როგორც, მაგალითად მობილურის განვადებით შეძენა ტექნიკის მაღაზიაში – არჩევ სასურველ მობილურს, ავსებ განაცხადს და თანხა გინაწილდება რამდენიმე თვეზე.

ავტო განვადების მთავარი უპირატესობა, ისევე როგორც ავტო სესხის, ისაა, რომ მანქანა მოგყავს სახლში შეძენისთანავე, გადასახდელ თანხას კი ანაწილებ იმდენ თვეზე, რამდენიც გინდა.

თუ გსურთ შეიძინოთ ავტომობილი და არ გყოფნით თანხა, შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტო კრედიტის ავტო სესხითა და ავტო განვადებით. ავტო კრედიტი ქართულ სალიზინგო ინდუსტრიაში ახალი, მრავალპროფილიანი ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს სრულიად უფასო მომსახურებას სთავაზობს, თანაც სახლიდან გაუსვლელად.

თითოეულ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია შეავსოს მარტივი განაცხადის ფორმა ავტო კრედიტის ვებ-გვერდზე და მიიღოს ავტოსალიზინგო ან/და საკრედიტო შემოთავაზება.

როგორ ვისარგებლოთ ავტო კრედიტის სერვისით?

თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვთ ავტო ლიზინგით (ავტო სესხი ან/და ავტო განვადება) სარგებლობა მაგრამ არ იცით, როგორ და სად შეარჩიოთ სასურველი კომპანია, ავტო კრედიტი  ამაშიც დაგეხმარებათ და შეგარჩევინებთ თქვენთვის საინტერესო შემოთავაზებებს.

შერჩევის პროცესი მარტივია და დაახლოებით 5-დან 7 წუთამდე დროს მოითხოვს:

  • შედიხართ საიტზე – autocredit.ge
  • ავსებთ განაცხადის ფორმას
  • გეგზავნებათ 7 კომპანიის შემოთავაზება, თქვენთვის სასურველი შემოთავაზების ასარჩევად.

Next Post

რა არის ავტო და სამეწარმეო სესხი და როგორ მივიღოთ ისინი?

ხუთ სექ 15 , 2022
256 წაკითხვადღეს მიზნის მისაღწევად საჭირო ფინანსური რესურსის მოძიება და მიღება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე წლების წინ. მნიშვნელობა არ აქვს ფული სურსათის შესაძენად გინდათ, ავტომობილის საყიდლად, საკუთარი სტარტაპის დასაფინანსებლად თუ უბრალოდ დასახარჯად. სად უნდა მოვიძიოთ ფინანსური რესურსები? ფულის მოძიების უამრავი გზიდან, ყველაზე აქტუალური, დღემდე, რჩება ისეთი მარტივი სერვისი, როგორიცაა სესხი. თუმცა, რა არის სესხი და როგორ უნდა მივიღოთ ის? ძალიან მარტივად […]

შესაძლოა მოგეწონოთ