რა არის სახანძრო უსაფრთხოების სისტემა და რა საფრთხისგან გვიცავს ის?

388 წაკითხვა

სახანძრო უსაფრთხოება და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები უფრო და უფრო აქტუალური ხდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შენობების გაუმართაობის საფუძველზე, ბევრი უბედური შემთხვევა მოხდა. სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტანდარტების დაცდა დღეს საკანონმდებლო ვალდებულებაა და შესაბამისად, ბოლო წლებში რამდენჯერმე გაიზარდა მოთხოვნა მსგავსი ტიპის სისტემებზე.

არსებობს რამდენიმე ძირითადი მექანიზმი, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების გამართვისთვისაა საჭირო. ამ მექანიზმებს ეწოდება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და მათში ერთიანდება:

  • ხანძრის დეტექციის სისტემა
  • ხმოვანი ევაკუაციის სისტემა
  • ხანძრის ქრობის ავტომატური სისტემა და სხვ.

ხანძრის დეტექციის სისტემა

ხანძრის დეტექციის სისტემის მთავარი ფუნქციაა, აღმოაჩინოს ხანძრის წყარო მყისიერად და შეგვატყობინოს რეალური ან პოტენციური საფრთხის შესახებ სახანძრო განგაშის საშუალებით. მომენტალური რეაგირება მნიშვნელოვნად ამცირებს ხანძრით მიყენებულ ზიანს.

ხმოვანი ევაკუაციის სისტემა

სახანძრო უსაფრთხოება, ასევე, მოიცავს ხმოვანი ევაკუაციის სისტემის გამართულობას. სახანძრო ევაკუაციის სისტემა საგანგაშო სიტუაციის (კვამლის ან ხანძრის) აღმოჩენისთანავე, ვიდეო ან აუდიო შეტყობინების გზით, აწვდის ინფორმაციას ადამიანებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

ხანძრის ქრობის ავტომატური სისტემა

სამწუხაროდ, ხშირად ხანძრის დეტექცია არ არის საკმარისი საფრთხისგან დასაცავად, რის გამოც აუცილებელია ქრობის სიტემის მომენტალური გააქტიურება. ხანძრის ქრობის ავტომატური სისტემა იცავს შენობის სივრცეებს და მასში არსებულ არამატერიალურ თუ მატერიალურ აქტივებს ხანძრის ზემოქმედებისგან.

თუ გჭირდებათ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები თქვენი ოფისისთვის ან ნებისმიერი, სხვა ტიპის ფართისთვის, კომპანია ვეზირი გთავაზობთ სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე საშუალებებს. კომპანია ვეზირის საიტზე www.veziri.ge შეძლებთ დაათვალიეროთ, შეარჩიოთ თქვენთვის იდეალური ხანძარასწინააღმდეგო სისტემები და გაეცნოთ დეტალურ აღწერილობას მათ შესახებ.

ვეზირი პარტნიორობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა:

  • Kidde
  • Wagner
  • Rotarex
  • Honeywell
  • TOA
  • Bosch
  • JBL და სხვ.

Next Post

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე - ყველაფერი, რაც უ-ზე იწყება, ამ კაცს მიესადაგება

ხუთ სექ 15 , 2022
388 წაკითხვაჩვენ თვეების მანძილზე ვიყენებდით ტერმინ „უსამშობლოს“ და ახლაც ვიყენებთ ამ პოლიტიკური ძალის მიმართ. ესეც აჩვენებს კაცობის დეფიციტს, როდესაც შენს ტერმინს ვერ მოიფიქრებ და გინდა სხვისი ტერმინი შეატრიალო, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებას, რომელმაც კობახიძეს უსამშობლო უწოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, ნიკა მელია არის „კაცის კაცი და არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარე“. „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე არის კაცის კაცი და […]

შესაძლოა მოგეწონოთ