ირაკლი კობახიძე 19 აპრილის შეთანხმებაზე – ანულირებულ შეთანხმებას როგორ დავუბრუნდეთ, არ ვიცი – არ დავუბრუნდებით, ანულირებულია, დამთავრებულია, წარსულია

245 წაკითხვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებას ხელისუფლება არ დაუბრუნდება.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ანულირებულ შეთანხმებას ვერავინ დაუბრუნდება.

„რაც შეეხება 19 აპრილის ანულირებულ შეთანხმებას, რომელიც ანულირებულია მათ გამო, რომ 100 დღე არ აწერდნენ ამ დოკუმენტს ხელს, რა თქმა უნდა, ასეთ შეთანხმებას ვერავინ ვერ დაუბრუნდება… ანულირებულ შეთანხმებას როგორ დავუბრუნდეთ, არ ვიცი. რა თქმა უნდა, არ დავუბრუნდებით, ანულირებულია, დამთავრებულია, წარსულია“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით „ბაზისურ მიდგომებს“ სთავაზობენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პრინციპულად მიაჩნიათ დეპოლარიზაციის მიმართულებით 19 აპრილის შეთანხმებაში (შარლ მიშელის დოკუმენტი) დაბრუნება და შესრულება, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით მიღება, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების დასრულება. ასევე, პრინციპულია საარჩევნო კოდექსის ცვლილება 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით განსაზღვრული ჩარჩოს მიხედვით.

Next Post

„საქართველო დგას უკრაინის გვერდით“ - ირაკლი ღარიბაშვილი

პარ სექ 23 , 2022
245 წაკითხვაომი კვლავ მიმდინარეობს, ჩემი ქვეყნიდან არცთუ ისე შორს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო დგას უკრაინის გვერდით. „საქართველო დგას უკრაინის გვერდით. ომის დაწყების დღიდან, ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული […]