„გახარიას ჰკითხეთ, რატომ ააშენა სასაფლაოში სპორტის სასახლე“ – თეა წულუკიანი

55 წაკითხვა

როდესაც ერთ-ერთი მატჩის დროს წამოვედი, გამოვიარე სასაფლაო, ავწიე თავი და ვხედავ, რომ ბაბუაჩემის საფლავთან ვარ, გადმოვედი შუაღამისას – ტრაგიკომედიაა, – ასე უპასუხა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ალეკო ელისაშვილის კითხვას, „ვინ გადაწყვიტა, რომ ახალი სპორტის სასახლე ამ ადგილას უნდა აშენებულიყო“.

მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი უხერხულობას ქმნის, თუმცა „დიდიც არაფერი შავდება“.

„არ ვიცი, ბატონო ალეკო, კონკრეტული გვარი და სახელი, ვინ გადაწყვიტა, რომ იქ აშენებულიყო. შემიძლია გავიგო, მაგრამ არ მგონია, საინტერესო იყოს. ეს იყო გახარიას პრემიერობის დროს. დღეს ის ოპოზიციასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩემთან და ჰკითხეთ, რატომ ააშენა სასაფლაოში ახალი სპორტის სასახლე. გეთანხმებით, რომ ეს, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. როდესაც ერთ-ერთი მატჩის დროს წამოვედი, გამოვიარე სასაფლაო. როგორც წესი ტელეფონში მაქვს ხოლმე თავი ჩარგული, ავწიე თავი და ვხედავ, რომ ბაბუაჩემის საფლავთან ვარ. გადმოვედი შუაღამისას, გავაოცე დაცვაც, მძღოლიც. ტრაგიკომედიაა. ეს ასეა, მოცემულობაა. თუ იმის ინსინუაცია გინდათ, მინისტრად რომ დაინიშნე, სხვაგან რატომ არ გადაიტანეო, არასწორი შენიშვნა და უტოპიაა. რაცაა იმას უნდა გავუღიმოთ, ეს მართლა არის საამაყო ინფრასტრუქტურა. უხერხულობაა, გასაგებია, მაგრამ დიდიც არაფერი შავდება. შავდება მხოლოდ ის, რომ პარკინგი გვაქვს მოსაწყობი. ამაზე თავიდან არავინ იფიქრა. მაგრამ, მიცვალებულები და ცოცხლები რომ ერთად ვართ, უხერხულობას ამაში ვხედავ, მაგრამ ამით შევქმნა სადეპუტატო კითხვა, ამას ვერ ვიზიარებ. მითუმეტეს იმ საფლავზე მისვლა შუაღამეს ძალიან გამიხარდა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა წულუკიანს შემდეგი კითხვა დაუსვა: „ხომ არ იცით ვინ არის ის ადამიანი, ვინც გადაწყვიტა, რომ ახალი სპორტის სასახლე მაინც და მაინც იმ ადგილას უნდა აშენებულიყო“.

„ევრობასკეტის“ მატჩები ქუჩის მარცხენა მხარეს რომ მიმდინარეობდა, მარჯვენა მხარეს მიცვალებულებს კრძალავდნენ და სამგლოვიარო პროცესიები დადიოდა“,- განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Next Post

გია ვოლსკის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის გაეროში გამოსვლაზე ოპონენტების განცხადებები „უსუსურ გაბრძოლებას ჰგავს“

პარ სექ 23 , 2022
55 წაკითხვაპრემიერ-მინისტრის გაეროში გამოსვლაზე ოპონენტების განცხადებები „უსუსურ გაბრძოლებას“ ჰგავს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში ზუსტი შეფასებები იყო. „ზუსტი შეფასებები გავიგონეთ, რომელიც მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს ეხება, არამარტო რეგიონისთვის, საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის საგანგებო საკითხია რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში და მიმდინარე საომარი მოქმედებებით საფრთხე შეექმნა მთელ მსოფლიოს, ნაწილობრივ ოკუპირებული საქართველოსთვის ეს არის უდიდესი გამოწვევა. გარდა […]