შალვა პაპუაშვილი – „შავი ფული“ ტრიალებს ოპოზიციურ ფლანგზე – ვხედავთ პირდაპირ აღიარებას, რომ პოლიტიკური პარტიები „შავი ფულით“ ფინანსდება

226 წაკითხვა

 

შავი ფული ტრიალებს ოპოზიციურ ფლანგზე, რაზეც აქამდეც იყო ეჭვები და ახლა ვხედავთ პირდაპირ აღიარებას, რომ პოლიტიკური პარტიები შავი ფულით ფინანსდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა „მომსწრე ვართ აღიარების”, რას ნიშნავს “ოლიგარქიული ფული პოლიტიკაში“.

“საბოლოო ჯამში, სიმართლე თავის გზას ყოველთვის პოულობს, ჩვენ ახლა მომსწრე ვართ პირდაპირ აღიარებისა, რას ნიშნავს ოლიგარქიული ფული პოლიტიკაში და ვხედავთ, რას ნიშნავს ძალადობა პოლიტიკაში. ჩვენ ფაქტობრივად, რასაც ვისმენთ ეს არის აღიარება, რომ ეს არის ერთი ადამიანის ფული, რომელიც ტრიალებს პოლიტიკაში, ეს ფული არსად დეკლარირებული არ არის ამ პოლიტიკურ პარტიებზე. ეს ფაქტობრივად აღიარებაა, რომ შავი ფული ტრიალებს ოპოზიციურ ფლანგზე, რაზეც ეჭვები იყო აქამდეც და ახლა პირდაპირ ვხედავთ პირდაპირ აღიარებას, რომ შავი ფულით ფინანსდება პოლიტიკური პარტიები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Next Post

შსს რუსეთის მოქალაქეების მიერ ბოლო 10 დღეში საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკას აქვეყნებს

სამ სექ 27 , 2022
226 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში, საქართველოს საზღვარი რუსეთის 78 742-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, ქვეყანა კი დატოვა რუსეთის 62 120-მა მოქალაქემ. უწყების განმარტებით, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის სტანდარტის, რაოდენობის და უარის თქმის საფუძვლებისა და წესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 21 სექტემბრის შემდგომ, საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ მოიმატა. […]

შესაძლოა მოგეწონოთ