
ეს ქვეყანა, მართლა ერთი დიდი ყანა გგონიათ, არა?
“მიშა მოვას” ძახილით ვეღარ აშინებთ ხალხს და ახლა ულტრანაციონალისტები მიუსიეთ, რომ ისევ თქვენ გაძვრეთ?
ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და თავისი დასასრული.
რაც მთავარია, ეს ქვეყანა ჩრდილოეთის ორბიტაზე აღარასდროს დაბრუნდება!
შევაკვდებით და ამას არ დავუშვებთ!
ანაკლიასაც ავაშენებთ და მთელ ქვეყანასაც!
დღეიდან, პირველივე არჩევნები, თუნდაც თქვენი მზაკვრული კალენდრით ჩაფიქრებული, მორიგი თუ რიგგარეშე, სულერთია – ეს იქნება ხელისუფლების ცვლილების არჩევნები. ეს გადაწყვეტილება ხალხს უკვე მიღებული აქვს და თავს ნუ იტყუებთ…
ზვიად კვაჭანტირაძე