„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წესები, ტერიტორია და ყველას მოვთხოვოთ, რომ იგივე გააკეთოს“

420 წაკითხვა

არ შეიძლება, არ აღვნიშნო რამდენად მიუღებელი და შემაშფოთებელია ის, რაც დღეს მოხდა. ძალიან ცინიკური მიდგომაა, როცა აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპაციის კანონის დარღვევით, საერთაშორისო სამართლის ყველა წესისა და პრინციპის დარღვევით, ასევე, ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით ჩავიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განცხადა.

მისი თქმით, მოხარულია, რომ ხელი არ აქვს მოწერილი ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნაზე.

“ძალიან მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მომიწერია ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წესები, ჩვენი ტერიტორია, ჩვენი პრინციპები და ყველას უნდა მოვთხოვოთ, რომ დაიცვას ეს.

ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვითომც და რეფერენდუმებით (რომელსაც ყველანი ერთხმად უნდა ვგმობდეთ) ცდილობს რაღაცნაირად ფეხი მოიკიდოს, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. ცინიკური ფორმაა ისიც, რომ ვითომც დემოკრატიულ პრაქტიკას იყენებ შენი სამხედრო და ძალადობრივი ოკუპაციის გასამყარებლად.

დღეს ჩვენ აფხაზეთზე ვსაუბრობთ. მზერა მომავლისკენ უნდა გვქონდეს, რომელიც ძალიან საინტერესოა. ისეთი რაღაცეები ხდება დღევანდელ მსოფლიოში, რაც ალბათ ვერ წარმოგვედგინა და ბევრს კიდეც უჭირს ამის წარმოდგენა. ჩნდება ბევრი ახალი შესაძლებლობა და ამავე დროს, ბევრი საფრთხეც, მაგრამ ჩვენ იმის გამბედაობაც უნდა გვქონდეს, რომ დავინახოთ ის მსოფლიო, რომელიც იცვლება.

ერთი თაობა უკვე გავიდა და ახალი თაობა მოვიდა, ახალგაზრდობას და ყველას ერთად უნდა დავანახოთ რა არის პერსპექტივა და როგორია ის გაერთიანებული საქართველო, რომელზეც ვოცნებობთ.

მეტი ჩართულობა, მეტი ურთიერთგაცვლები, ამ ურთიერთობებში ჩასმული მეტი ეკონომიკა, რადგან თუ არ იქნება განვითარება, ეს ყველაფერი მაინც სიტყვებად დარჩება. მეტი კულტურა, რადგან კულტურა გვაერთიანებს და დღევანდელი საღამო სწორედ ამის მაჩვენებელია.

და კიდევ ერთი, ძალიან ბევრი რამ ისმის ამ რაღაც მეორე ფრონტის თემაზე, რომელიც რუსული თემაა. რუსეთს სურს ამით რაღაცნაირად შეაშინოს აფხაზები, ვითომ საქართველო მათთვის საფრთხეს წარმოადგენს. რუსეთის გარდა, მთელმა მსოფლიომ უკვე იცის, ვინ და სად არის საფრთხე. ის ამ თემით მანიპულირებას ცდილობს, მაგრამ მე ძალიან მიკვირს, როცა ჩვენ რაღაცნაირად ვეხმიანებით ამ აბსურდულ თემას.

დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთიდანაც ძალიან კარგად ხედავენ როგორია საქართველო და რომ ეს საქართველო რეალურად მომავლისათვის ნამდვილი გზაა – ჩვენ ვართ რეალური ხიდი და გზა ევროპისკენ.

ჩვენ თუ შევალთ ევროპაში, რისი ძალიან დიდი იმედი და რწმენა მაქვს, ჩვენი გაერთიანება ნამდვილად იქ მოხდება და ამ გზაზე ვიქნებით ერთიანნი. ეს არის ის, რაც უნდა გადავცეთ მათ, რასაც უნდა ვაშენებდეთ და რითიც ერთად უნდა ვიცხოვროთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის გამოსვლის ტექსტსაც პრესსამსახური ავრცელებს.

Next Post

კელი დეგნანი - განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვითი აღჭურვილობის გადაცემის შეთავაზებასთან დაკავშირებით სავსეა უზუსტობებით და რეალურად არასწორია

პარ სექ 30 , 2022
420 წაკითხვაბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის გადაცემის შეთავაზებასთან დაკავშირებით სავსეა უზუსტობებით და რეალურად არასწორია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აშშ-მა საქართველოს მთავრობას შესთავაზა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი, რაზეც მთავრობამ უარი თქვა. „მთელ მსოფლიოში მოვუწოდებთ პარტნიორებს და მოკავშირეებს, შეძლებისდაგვარად გააკეთონ ყველაფერი უკრაინის დასახმარებლად პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ, […]

შესაძლოა მოგეწონოთ