პრემიერ-მინისტრი ბაქოს მერს შეხვდა

260 წაკითხვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოს მერს ელდარ აზიზოვს შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს დიალოგის, მეგობრობისა და თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვთ, რამაც მყარი სტრატეგიული პარტნიორობა მოიტანა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება ორი ქვეყნის საერთო ინტერესებშია.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, როგორც საიმედო პარტნიორი, გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და განვითარებაში.

საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების ვითარებას. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Next Post

გიორგი ვაშაძე - სამოქალაქო სექტორმა სახალხო დამცველობის 3 კანდიდატი დაასახელა, ამ სამის მიღმა, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვას დაუჭერს მხარს, ის არის "ქართული ოცნების" სატელიტი

კვი ოქტ 2 , 2022
260 წაკითხვა“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებას სურს, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი დააზიანოს და ფარსი შექმნას. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, 3 კანდიდატია სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებული, რასაც მხარს უჭერს. ვაშაძის თქმით, ამ 3 კანდიდატის გარდა, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვას დაუჭერს მხარს, “ქართული ოცნების” სატელიტი იქნება. “ერთ-ერთი კითხვა არის, რატომ შეიქმნა ის ფარსი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში, რომელიც დღეს გვაქვს. მინდა კიდევ […]

შესაძლოა მოგეწონოთ