პარლამენტს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დღეს წარედგინება

316 წაკითხვა

პარლამენტს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 3 ოქტომბერს წარედგინება. მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტით სამინისტროების დაფინანსება იზრდება.

პროექტის გათვალისწინებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6 მლრდ 798,7 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია – 771.1 მლნ ლარით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა ერთი მილიარდ 978,6 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ასიგნებას 293,7 მლნ ლარით აღემატება. პროექტის მიხედვით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 401,2 მლნ ლარით, 2022 წელს არის 357,802.8.

იზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება. უწყების დაფინანსება განისაზღვრა – 2 მლრდ 975.9 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია – ერთი მლრდ 543,3 მლნ ლარი, გრანტებში გათვალისწინებულია – 13.9 მლნ ლარამდე, კრედიტებში – ერთი მლრდ 418.8 მლნ ლარამდე.

იზრდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებაც და 688.5 მლნ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტის გათვალისწინებით, მცირდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მომავალ წელს უწყების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია – 653.7 მლნ ლარი, რომელიც მიმდინარე წელს 932,404.9 მლნ ლარი იყო. ბიუჯეტის პროექტით ირკვევა, რომ შედარებით მცირედით იზრდება ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება და ის შეადგენს 106,0 მლნ ლარს, მიმდინარე წელს არის – 105,404.8

მთავრობის გადაწყვეტილებით, იზრდება იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებაც. უწყებისთვის გათვალისწინებულია – 369,4 მლნ ლარი, მიმდინარე წელს არის – 310,568.4

ასევე იზრდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება და უწყებისთვის გათვალისწინებულია – 183 მლნ ლარი, მიმდინარე წელს არის – 176,603.6

რაც შეეხება ძალოვან უწყებებს, მათი დაფინანსებაც იზრდება. კერძოდ, ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია ერთი მილიარდ 260 მლნ ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას 257,6 მლნ ლარით აღემატება.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვისგათვალისწინებულია ერთი მილიარდ 070 მლნ ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას 205,0 მლნ ლარით აღემატება.

მთავრობა განმარტავს, რომ უწყებისთვის დაფინანსების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია პოლიციელთა ხელფასების 20%-ით ზრდასთან.

Next Post

ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების ანექსიის ხელშეკრულებები „რატიფიკაციისთვის“ სახელმწიფო დუმას წარუდგინა

ორშ ოქტ 3 , 2022
316 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს „რატიფიკაციისთვის“ წარუდგინა ოთხი ხელშეკრულება რუსეთთან ოთხი ახალი რეგიონის შეერთების შესახებ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ე.წ. „საერთაშორისო ხელშეკრულებები“, სხვა საკითხებთან ერთად, აზუსტებს ახალი რეგიონების „საზღვრებს“. დოკუმენტების თანახმად, „ორი რესპუბლიკისა და ორი რეგიონის საზღვრები განისაზღვრება საზღვრებით, რომელიც არსებობდა მათი დაარსების დღეს და რუსეთთან შეერთების დღეს“. სახელმწიფო სათათბირო უკრაინის რეგიონების ანექსიის ხელშეკრულებებს 3 ოქტომბერს […]

შესაძლოა მოგეწონოთ