თინა ხიდაშელი – ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი, იდეოლოგიურად ყოველთვის იქ იყვნენ, რაზეც დღეს საუბრობენ, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სიბნელეში, რომელიც პირდაპირი გზაა რუსეთისკენ

437 წაკითხვა

ის ხალხი, რომელსაც ვიცნობ – ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი ხუნდაძესოზარ სუბარი, იდეოლოგიურად ყოველთვის იქ იყვნენ, რაზეც დღეს საუბრობენ, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სიბნელეში, რომელიც პირდაპირი გზა არის რუსეთისკენ, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალაზე“ საუბრისას განაცხადა.

თინა ხიდაშელის შეფასებით, „ეს ხალხი პოლიტიკურად კიდევ უფრო შორსაა წასული ვიდრე „პატრიოტთა ალიანსი“ და უფრო დიდ უფსკრულში იმყოფება“.

მისივე თქმით, „ხალხის ძალის“ შექმნას წმინდა ელექტორალური მიზანი აქვს.

„როგორც ჩანს, მიმდინარეობს ერთმანეთისგან გათავისუფლების პროცესი, როდესაც მათმა უფროსმა გადაწყვიტა, რომ მიჯნა უნდა გაავლოს. თუ მომავალ არჩევნებზე არჩევანი ამ მემარჯვენე, ნაცისტური იდეოლოგიის მატარებელ ძალაზე გაკეთდება ეს იქნება ძალიან მძიმე. ეს ხალხი პოლიტიკურ კიდევ უფრო შორსაა წასული ვიდრე „პატრიოტთა ალიანსი“ და უფრო დიდ უფსკრულში იმყოფება. ამას აქვს წმინდა წყლის ელექტორალური მიზანი, ივანიშვილს სურს ითამაშონ ორივე ფლანგზე – საბჭოთა კავშირის ნოსტალგია მოძალებულ ადამიანებთან. 5%-იანი ბარიერიც რომ გადალახონ, უკვე შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს მმართველობაში „ქართული ოცნების“ დასარჩენად. დასავლური ღირებულებების ამომრჩეველს რომ კარგავს „ქართული ოცნება“, სწორედ ამიტომ სჭირდება შავ-ბნელი ფრონტის შემომტკიცება.

უკრაინის გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ ომში აუცილებლად მოხდება 2024 წლამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნება“ სხვის „გათრევაზე“ აღარ იზრუნებს, თავიანთი თავი ეყოლებათ გადასარჩენი და „ნაციონალისტური პლატფორმა“ ვერ გადარჩება.“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ipn

Next Post

ადვოკატი - ვიდრე ექსპერტიზა არ დამთავრდება, სააკაშვილმა წამლების მიღებაზე უარი განაცხადა

ოთხ ოქტ 5 , 2022
437 წაკითხვასაქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ექსპერტიზის დასრულებამდე სააკაშვილი მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს. როგორც ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს „ვივამედის“ კლინიკაში შეყვანიდან დღემდე დაახლოებით, 20 კილოგრამი აქვს დაკლებული და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება. „წუხანდელთან შედარებით, უკეთესი სიტუაციაა, თუმცა, ზოგადად, რთული მდგომარეობაა. ეს რაც ჯანმრთელობას შეეხება. წამლების მიღებაზე უარი განაცხადა, თუმცა არა პროტესტის მიზნით. 86 კილოა. 20 კილოგრამი აქვს დაკლებული, […]