ადვოკატი – ვიდრე ექსპერტიზა არ დამთავრდება, სააკაშვილმა წამლების მიღებაზე უარი განაცხადა

375 წაკითხვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ექსპერტიზის დასრულებამდე სააკაშვილი მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს.

როგორც ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს „ვივამედის“ კლინიკაში შეყვანიდან დღემდე დაახლოებით, 20 კილოგრამი აქვს დაკლებული და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება.

„წუხანდელთან შედარებით, უკეთესი სიტუაციაა, თუმცა, ზოგადად, რთული მდგომარეობაა. ეს რაც ჯანმრთელობას შეეხება. წამლების მიღებაზე უარი განაცხადა, თუმცა არა პროტესტის მიზნით. 86 კილოა. 20 კილოგრამი აქვს დაკლებული, რაც “ვივამედში” შემოვიდა. ფაქტია, რომ ჯანმრთელობა უარესდება. სასამართლო პროცესიც ვერ ჩატარდა. მოსამართლემ პროცესი შეწყვიტა იმის გამო, რომ მისი დაკითხვა შეუძლებელია და ეს განჩინებაშიც აისახა. ასეთი იურიდიული დოკუმენტი პირველად გაჩნდა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ვიდრე ექსპერტიზა არ დამთავრდება, წამლების მიღების აზრს ვერ ვხედავო. პირიქით, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება და რთულდება. საჭმელს ვერ იღებს, ტკივილები აქვს. ამერიკელი ექსპერტი შაჰინ ლახანი დღეს დაამთავრებს თავის კვლევას, ჯეიმს კობიც აქ არის უკვე მოსული, ფოიეში ზის და ველოდებით როდის შევა. ვერ გეტყვით რას გააკეთებს ამერიკელი პროფესორი თუ დღესაც ვერ მოხდება მისი სააკაშვილთან შეშვება. ალბათ, შესაბამის პროცედურებს გაატარებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და დააფიქსირებს, რომ მისი შეშვება მიხეილ სააკაშვილთან არ მოხდა. შეუშვებენ თუ არა ამერიკელ პროფესორს მიხეილ სააკაშვილთან, ჯანდაცვის სამინისტროსგან პასუხს დღეს ველოდებით”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

იპნ

Next Post

მიხეილ სააკაშვილი - ყველა შინაგანი ძალის მობილიზაციით ვიბრძვი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის

კვი ოქტ 9 , 2022
375 წაკითხვამინდა იცოდეთ, რომ ყველა შინაგანი ძალის მობილიზაციით ვიბრძვი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, გულშემატკივრების სოლიდარობა ჰმატებს მხნეობას და სულიერ სიმტკიცეს. “მე ვიცი, რომ უსაზღვროდ ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობს საქართველოშიც, უკრაინაშიც და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ამისთვის უზომოდ მადლობელი ვარ. მინდა იცოდეთ, რომ ყველა შინაგანი ძალის მობილიზაციით ვიბრძვი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. თქვენი სოლიდარობა მმატებს […]