ჯო ბაიდენი – ვლადიმერ პუტინს ეგონა, რომ უკრაინაში ხელგაშლილი დახვდებოდნენ

524 წაკითხვა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „რაციონალური აქტორია“, თუმცა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით მან არასწორად გათვალა.

„ვფიქრობ, რომ ის რაციონალური აქტორია, რომელმაც საგრძნობლად არასწორად გათვალა“, – აღნიშნა ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში.

მისი განმარტებით, პუტინს არასწორად სჯეროდა, რომ უკრაინელები დაემორჩილებოდნენ რუსეთის შეჭრას – “ეს იყო არასწორი შეფასება, რომელის მცდარობა ქვეყანაში გაწეულმა სასტიკმა წინააღმდეგობამ დაამტკიცა”.

„ვფიქრობ, მას ეგონა, რომ ხელგაშლილი დახვდებოდნენ, რომ კიევი იყო „დედა რუსეთის“ სახლი, სადაც მიიღებდნენ. ვფიქრობ, მან უბრალოდ არასწორად გათვალა“, – აღნიშნა ბაიდენმა.

Next Post

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაზვერვას სარაკეტო ტერორისთვის პასუხისმგებელი ყველა პირის დადგენა დაავალა

ოთხ ოქტ 12 , 2022
524 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაზვერვას სარაკეტო ტერორისთვის პასუხისმგებელი ყველა პირის დადგენა დაავალა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა. “ცალკე დავალება დაზვერვისთვის – დაადგინონ ყველა, ვინც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ამ სარაკეტო დარტყმებში, ირანულ დრონებთან სქემებში. ტერორისტების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ისევე უნდა იყოს, როგორც ტერორისტი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ამისთვის ვმუშაობთ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.