ავტო ლიზინგი სჯობს თუ ავტო განვადება?

334 წაკითხვა

მართვის მოწმობა აიღე. გადაწყვიტე, რომ მანქანის ყიდვაც გინდა. ფინანების ნაწილში რაღაც თანხა გაქვს, მაგრამ არ გყოფნის. რას შვრები ამ დროს? ალბათ, გუგლში წერ „ავტო ლიზინგი“ და ეძებ ინფორმაციას. ინფორმაცია კი ძალიან ბევრია. იმდენად ბევრი, რომ ქაოსში ხარ. ვერ ხვდები, სად, როგორ, რა პირობებით სჯობს სესხის გამოტანა. მოკლედ, ერთი დიდი თავის ტკივილია.

თუმცა, საკუთარ ავტომობილს რა სჯობს? ტაქსებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში თანხას აღარ ხარჯავ. ლოდინიც არ გიწევს. საცობებს მაინც ვერ აცდები, მაგრამ თავად აკონტროლებ საკუთარ დროს.

მოკლედ, თუ საკმარისი ფინანსები არ გაქვს, ალტერნატივები უნდა მოძებნო. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში განვიხილავთ, ავტო ლიზინგი სჯობს თუ ავტო განვადება. პირველ რიგში ტერმინებში გავერვიოთ.

რას ნიშნავს ავტო ლიზინგი და ავტო განვადება?

ავტო ლიზინგი ავტომობილის დაფინანსების საშუალებაა. უპირატესობები:

  • იღებთ სასურველ თანხას (მანქანის არასრული პროცენტის ოდენობით);
  • არ გჭირდებათ უძრავი ან მოძრავი ქონების ჩადება.

მანქანის გაფორმება ხდება სალიზინგო კომპანიაზე და მას შემდეგ, რაც მყიდველი გადაიხდის საფასურს, ავტომობილი გადადის მის მფლობელობაში. სალიზინგო კომპანიები აფინანსებენ ავტომობილის ღირებულებას სრულად ან ნაწილობრივ. ნაწილობრივ დაფინანსების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია გააკეთოს თანამონაწილეობა, ანუ გადაიხადოს საფასურის ის ნაწილი, რომელსაც სალიზინგო კომპანია არ აფინანსებს.

 

ავტო სესხი კი ტრადიციული სესხია. ყოველთვიურად იხდით თანხას, რომლის ნაწილი სესხის ძირზე მიდის, ნაწილი კი – საპროცენტო განაკვეთზე. უპირატესობები:

  • იღებთ სასურველი რაოდენობის თანხას (შემოსავლის დადასტურების შემდეგ);
  • ავტომობილი თავიდანვე თქვენს მფლობელობაშია.

ის უპირატესობა, რითიც ავტო სესხი გამოირჩევა, არის ის, რომ შეგვიძლია მანქანა წამოვიყვანოთ სახლში შეძენისთანავე, ხოლო გადასახდელი თანხა გადავანაწილოთ იმდენ თვეზე, რამდენიც გვჭირდება, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე.

რომელ კომპანიასთან ვითანამშრომლოთ?

პირველ ეტაპზე, უნდა აარჩიოთ, რომელი გირჩევნიათ – ავტო განვადება თუ ავტო ლიზინგი. ამის შემდეგ, უნდა მოიძიოთ სასურველი შეთავაზება. თუმცა, პირობების გაცნობას ძალიან დიდი დრო მიაქვს. სწორედ ამიტომ, ამ პრობლემას მარტივად გადაგიჭრით Autocredit.ge. ეს არის პლატფორმა, რომელიც სრულიად უფასო სერვისს გთავაზობთ.

  • შეხვალთ საიტზე ge
  • შეავსებთ განაცხადის ფორმას;
  • მეილზე გამოგეგზავნებათ 7 სხვადასხვა სალიზინგო/საფინანსო კომპანიის შემოთავაზება.

ავტო კრედიტი თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა:

 

  • ლიბერთი ბანკი;
  • სვი კაპიტალი;
  • მოგო;
  • ევროკრედიტი;
  • ტურბო;
  • სტარტო;
  • ევრო კაპიტალი.

ავტო კრედიტი დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ. პლატფორმა სრულიად უფასოდ მოგაწვდით საუკეთესო შეთავაზებებს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი თავად მიიღებთ – ავტო განვადება გირჩევნიათ თუ ავტო ლიზინგი.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ნომერზე: (+995) 555 520 999

 

Next Post

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ბინის შეძენას გადავწყვეტთ?

ოთხ ოქტ 12 , 2022
334 წაკითხვაბინის შეძენის დროს ვცდილობთ, ყველაზე მცირე დეტალებსაც დიდი ყურადღება მივაქციოთ. ბუნებრივიცაა, ბინა არ არის შოკოლადის ფილა, რომელსაც ვიყიდით და თუ გემო არ მოგვეწონება, სანაგვეში მოვისვრით. ბინა ხდება ადგილი, სადაც საყვარელ ადამიანებთან ერთად ვატარებთ დროს, ვქმნით მოგონებებს და ვაგრძელებთ ცხოვრებას. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ის იყოს საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად, კომფორტული, მყუდრო და უსაფრთხო. არსებობს რამდენიმე ძირითადი საკითხი, რაზეც ადამიანები ყველაზე მეტს […]