ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილის გადადგომას ითხოვს

2,142 წაკითხვა

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს აღარ აქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლება, რადგან მან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრებში ჩვენება დაუშვა.

ეს განცხადება ლევან ვასაძემ დღეს ვერის პარკში გააკეთა, სადაც თანამოაზრეებთან ერთად ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრებში ჩვენებას მეორე დღეა აპროტესტებს.

„ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილმა გადაკვეთა ის საკრალური ხაზი, რომლის შემდეგ მას აღარ აქვს უფლება იყოს ამ ქვეყნის მმართველი. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ქვეყანას მიადგა უდიდესი მორალური და ზნეობრივი შეურაცხყოფა. ბიძინას აღარ აქვს უფლება, იყოს საქართველოს მმართველი. ამიტომ მე მას მოვუწოდებ, წავიდეს პოლიტიკიდან და აღარ იყოს არამხოლოდ არაფორმალური მმართველი, არამედ აღარ იყოს არანაირი მმართველი საქართველოსი. მას მინდა ვუთხრა: ბიძინა, მე არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი, ქვეშქვეშობა და ახლა რასაც ვიტყვი, იქნება სრული პატივისცემით კაცობის კოდექსის მიმართ. როდესაც გასულ აპრილს ჩემთან სახლში მოხვედი რაღაც წინადადებით და სათხოვარით, როდესაც ეს საუბარი შედგა, მერე შენივე წინადადებით გაგრძელდა შენთან სახლში და ამასაც მე ვაცხადებ საჯაროდ მხოლოდ იმიტომ, რომ მიუხედავად ჩვენი შეთანხმებისა, რომ ამ ჩვენ შეხვედრას არ გავასაჯაროებდით, მეორე თუ მესამე დღეს, არ ვიცი რა მანქანებით, ამ ჩვენი შეხვედრის ფაქტი გაჟღერდა ქართულ პრესაში. მე ამ შეხვედრების შინაარსს არასოდეს არ გავასაჯაროვებ და რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრები არ ჩამიწერია, რადგან სტუმარი ღვთისაა, მაგრამ ახლა, რომ არ იყოს არავითარი საიდუმლოებები, გულწრფელად გეუბნები, რომ აღარ გაქვს საქართველოს ხელმძღვანელობის უფლება“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ცნობისათვის, ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა და არცერთ სახელმწიფო თანამდებობაზე არ მუშაობს.

იმედი

Next Post

ერთ-ერთი მშობლის თქმით, მისი შვილი ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოტყუებით გადაიღეს

ორშ ნოე 11 , 2019
2,142 წაკითხვაფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ეპიზოდურ სცენაში გადაღებული არასრულწლოვნების მშობლების განცხადებით, მათი შვილები მორალური სტრესის ქვეშ არიან. ერთ-ერთი მშობელი ზურაბ ღვინიაშვილი სარჩელის შეტანას აპირებს. ამის შესახებ ღვინიაშვილმა  „ქართული მარშის“ ლიდერთან სანდრო ბრეგაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. მშობელი ამბობს, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი სტუდია „მეორე სახლში“ დაყავს, სწორედ თეატრალურ წრეზე შეირჩნენ ბავშვები. რეჟისორმა კი მშობლებს უთხრა, რომ ფილმი ქართული ცეკვის და ტრადიციების შესახებ იყო. მშობელი ამბობს, […]