ვლადიმერ პუტინი – რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია ორ კვირაში დასრულდება

443 წაკითხვა

რუსეთში მიმდინარე ნაწილობრივი მობილიზაციისთვის ყველა სახის ღონისძიება ორ კვირაში დასრულდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასტანაში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, დაგეგმილი 300 ათასიდან 222 ათასი ადამიანი უკვე გაგზავნილია ქვედანაყოფში და თავდაცვის სამინისტროდან მობილიზებულთა რაოდენობის გაზრდის შესახებ წინადადება არ წამოსულა.

„როდესაც დაიწყო ამ სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება, მხოლოდ მაშინ გაირკვა, რა ხარისხის იყო ის. ეს საინფორმაციო ბაზა ახლა ახლდება, თანამედროვე საფუძველზე და იქნება მაქსიმალურად სანდო. მიმაჩნია, რომ ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ უკვე დასრულებულია“, – განაცხადა პუტინმა.

მისი განმარტებით, კონტაქტის ხაზის სიგრძე ათას კილომეტრს აჭარბებს და მისი დაცვა მხოლოდ საკონტრაქტო ჯარისკაცებით შეუძლებელია, ამიტომ საჭირო გახდა ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება.

Next Post

სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის ქმედებების მთავარი მიზანია საქართველოს მომავლის შეცვლა და ევროპული გზიდან გადახვევაა, რასაც ჩვენი ქვეყანა არ დაუშვებს

ორშ ოქტ 17 , 2022
443 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის მიდგომაა, ოკუპირებული ტერიტორიებისა და ყოველდღიური წნეხის მიუხედავად, ევროინტეგრაციის გზაზე იაროს, რუსეთის ქმედებების მთავარი მიზანი კი ქვეყნის მომავლის შეცვლა და ამ გზიდან გადახვევაა, რასაც საქართველო არ დაუშვებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში, მოლდოველ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა და რუსეთის მიერ გასულ კვირას, მოლდოვას საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე კითხვას უპასუხა. კითხვაზე: რა უნდა გააკეთონ სახელმწიფოებმა იმისთვის, […]