ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირულად იცავდნენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მისიებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ავღანეთში ნატო-ს არაწევრი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანა იყო, სადაც 30- ზე მეტი გმირი ჯარისკაცი დავკარგეთ, ასეულობით ჯარისკაცი კი დაიჭრა.
„მინდა შევახსენო ყველას, რომ ჩვენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ახლა ბევრი უკვე ვეტერანი, გმირულად იცავდა ჩვენი ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩემს მიერ ჩამოთვლილ მისიებში. ერთ დროს ავღანეთში ჩვენ ვიყავით, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყანა, ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, ყველაზე დიდი კონტიგენტით იყო წარმოდგენილი ქართული კონტიგენტი ავღანეთში. იქ ჩვენ დავკარგეთ 30-ზე მეტი გმირი ჯარისკაცი, ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი დაიჭრა. ესენი არიან ჩვენი დაუმარცხებელი, გაუტეხელი სამხედროები და ვეტერანები. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა მათ. ჩვენ ყოველდღე უნდა ვუთხრათ და გითხრათ თქვენ მადლობა.