შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას მიმართავს

416 წაკითხვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას მიმართავს, 18 ოქტომბრის პლენარული სხდომის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ, რათა პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის მიღება შეძლოს.

საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გადის.

პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის მიღებას 113-ხმა სჭირდება.

“მინდა განსაკუთრებით ოპოზიციას მივმართო: – კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტს განვიხილავთ. იმისათვის, რომ პროექტი ერთი მოწვევის პარლამენტმა მიიღოს, 3/4-იანი უმრავლესობა – 113 ხმა სჭირდება. მივმართავ ოპოზიციას, პარლამენტის სხდომაზე შესაბამისად იყვნენ წარმოდგენილი, რათა შესაბამისი უმრავლესობის მოპოვება შევძლოთ. ვთხოვ ყველას, რომ ვიყოთ დარბაზში და ეს ცვლილება მივიღოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

Next Post

თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება, არ ნიშნავს 12 „გალოჩკის“ დასმას

ოთხ ოქტ 19 , 2022
416 წაკითხვა12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება არ ნიშნავს,12 „გალოჩკის“ დასმას, ეს ნიშნავს მისი სულისკვეთების გაზიარებას, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა. დავით უსუფაშვილის თქმით, ევროპა ჩვენგან ქვეყანაში არსებული სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად გადადგმულ სამაგალითო ნაბიჯებს ელის. „თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება, არ ნიშნავს 12 „გალოჩკის“ დასმას. რომ მოვნიშნავთ ხოლმე – „შევასრულე, შევასრულე, შევასრულე… აი, თორმეტი”. 12 პუნქტის შესრულება არ ნიშნავს, 12-ის […]