თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება, არ ნიშნავს 12 „გალოჩკის“ დასმას

388 წაკითხვა

12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება არ ნიშნავს,12 „გალოჩკის“ დასმას, ეს ნიშნავს მისი სულისკვეთების გაზიარებას, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა.

დავით უსუფაშვილის თქმით, ევროპა ჩვენგან ქვეყანაში არსებული სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად გადადგმულ სამაგალითო ნაბიჯებს ელის.

„თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება, არ ნიშნავს 12 „გალოჩკის“ დასმას. რომ მოვნიშნავთ ხოლმე – „შევასრულე, შევასრულე, შევასრულე… აი, თორმეტი”. 12 პუნქტის შესრულება არ ნიშნავს, 12-ის მექანიკურ ჯამს, ეს ნიშნავს მისი სულისკვეთების გაზიარებას. იგულისხმება ის, რომ რა სისტემური პრობლემებიცაა ქვეყანაში, ამ პრობლემების მოგვარებისკენ გადადგმული სიმბოლურ და სამაგალითო ნაბიჯებს ელის ჩვენგან [ევროკავშირი]. მარტო ევროპა ელის ამას? ჩვენი ხალხი არ ელის?

დამშვიდდეს ეს ქვეყანა, ვინც დასაკავებელია და პასუხისგებაშია მისაცემი, მიეცეს პასუხისგებაში, პროკურორსაც და მოსამართლესაც ჰქონდეს მაღალი ნდობა, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში წავალთ წინ, თორემ მოკიდებ ხელს ვიღაცას ქუჩაში და თუ ოპოზიციურ მიტინგზე გაუვლია, ეგრევე პოლიტპატიმარია. რატომაა ეს ასე? იმიტომ, რომ პოლიტიკური ნიშნით სხვებს რომ დევნიან, მერე ის ვიღაცაც ეფარება ამ საქმეს. უცხოეთში ჩვენგან წასული ხალხის უდიდესი უმრავლესობა აბარებს საბუთებს, რომ პოლიტიკური დევნილია. რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ სახელი აქვს გატეხილი ამ ქვეყანას ბევრჯერ, პოლიტიკური დევნის გამო. აბა ჩეხეთიდან წავიდეს ვინმე სადმე და პოლიტიკურად მდევნიანო თქვას, მოუსმენენ ამისთვის?“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

Next Post

რომან გოცირიძე უმრავლესობას - ისტორიას ამახსოვრდება ფაქტები, რა ილუღლუღეთ არავის ემახსოვრება, ემახსოვრება ერთი რამ, რომ მოიქეცით მოღალატურად და აქ თავს ვერ გაიმართლებთ!

ხუთ ოქტ 20 , 2022
388 წაკითხვაისტორიას ამახსოვრდება ფაქტები. რა ილუღლუღეთ თქვენ არავის ემახსოვრება, ემახსოვრება ერთი რამ, რომ მოიქეცით მოღალატურად, ეს არის შედეგი და აქ თავს ვერ გაიმართლებთ, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას ევროსაბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ არის გამოცხადებული, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ აქვს „თუ დავაკვირდებით, „ქართული ოცნების“ 10-ზე მეტი გამომსვლელიდან მხოლოდ […]

შესაძლოა მოგეწონოთ