ერთ-ერთი მშობლის თქმით, მისი შვილი ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოტყუებით გადაიღეს

2,103 წაკითხვა

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ეპიზოდურ სცენაში გადაღებული არასრულწლოვნების მშობლების განცხადებით, მათი შვილები მორალური სტრესის ქვეშ არიან. ერთ-ერთი მშობელი ზურაბ ღვინიაშვილი სარჩელის შეტანას აპირებს. ამის შესახებ ღვინიაშვილმა  „ქართული მარშის“ ლიდერთან სანდრო ბრეგაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.

მშობელი ამბობს, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი სტუდია „მეორე სახლში“ დაყავს, სწორედ თეატრალურ წრეზე შეირჩნენ ბავშვები. რეჟისორმა კი მშობლებს უთხრა, რომ ფილმი ქართული ცეკვის და ტრადიციების შესახებ იყო.

მშობელი ამბობს, რომ მისი შვილი თაღლითურად გადაიღეს აკინის ფილმში. ახლა კი ბავშვი მორალური სტრესის ქვეშ არის, რადგან მშობელი ვერ პასუხობს რატომ არ წაიყვანა 11 წლის მოზარდი პრემიერაზე. მშობელი ამბობს, რომ ფილმს საზოგადოება და ბავშვის მეგობრები ნახავენ, კინოს სცენარიდან გამომდინარე კი არასრულწლოვანს მორალური და ფსიქიკური ზიანი მიადგება.

“ქართული მარშის” დამფუძნებელის თქმით, იუნისეფის გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გაეგზავნა ცნობა, რომ ლევან აკინის ფილმში მოტყუებით გადაიღეს არასრულწლოვნები.

სანდრო ბრეგაძე აპირებს პროკურატურას მიმართოს, რომ ბავშვთა ტრეფიკინგის და უფლებების დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს. მისი განცხადებით , წერილის სფიძველზე ფილმის ოსკარების ნომინანტთა სიიდან ამოღებასაც მოითხოვს. 

8, 9 და 10 ნოემბერს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოსეანსები ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, განსაკუთრებით კი პრემიერის პირველ დღეს. ჩვენების ჩაშლით „ქართული მარში“, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი იმუქრებოდნენ.

8 ნოემბრისგან განსხვავებით, 9 ნოემბერს, თბილისში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ბათუმში კი ერთი ადამიანი დააკავეს. „ტაბულას“ ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს კი შსს სწავლობს.  

რაც შეეხება 8 ნოემბრის მოვლენებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება 4 ფაქტზე დაიწყო. 

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. 

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს.

იმედი

Next Post

შსს ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს

ორშ ნოე 11 , 2019
2,103 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს, შესაბამისად დიმიტრი ლორთქიფანიძის მოთხოვნაზე, რომ ფილმის ჩვენება შეიზღუდოს, გამოძიება არ დაუწყია. “მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის შინაარსის შესწავლამდე, მისი ჩვენების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია”, – უთხრეს […]