რომან გოცირიძე უმრავლესობას – ისტორიას ამახსოვრდება ფაქტები, რა ილუღლუღეთ არავის ემახსოვრება, ემახსოვრება ერთი რამ, რომ მოიქეცით მოღალატურად და აქ თავს ვერ გაიმართლებთ!

364 წაკითხვა

ისტორიას ამახსოვრდება ფაქტები. რა ილუღლუღეთ თქვენ არავის ემახსოვრება, ემახსოვრება ერთი რამ, რომ მოიქეცით მოღალატურად, ეს არის შედეგი და აქ თავს ვერ გაიმართლებთ, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას ევროსაბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ არის გამოცხადებული, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ აქვს

„თუ დავაკვირდებით, „ქართული ოცნების“ 10-ზე მეტი გამომსვლელიდან მხოლოდ ორ საკითხზე საუბრობენ – ერთი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიაა და მეორე რეზოლუცია, რომელსაც მხარი არ დაუჭირეს. თავის მართლების მდგომარეობაში იმყოფება მთელი პარტია და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ არ გამოსდით, ვინაიდან ორივე შემთხვევაში დამნაშავეები არიან. ვერაფერი ვერ გაგამართლებთ! გაახარეთ რუსეთი. ისტორიაში შეხვედრით სამარცხვინო ლაქით. არავინ არ დაიწყებს დეტალების ჩხირკედელაობას, როდესაც რეზოლუციის შედეგებს ვინმე შეისწავლის. ერთი რამ ფაქტია, თქვენ მხარი არ დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც რუსეთი დაგმობილია როგორც აგრესორი ქვეყანა, გამოცხადებულია ტერორისტულ სახელმწიფოდ და აღიარებულია ქვეყნად, რომელმაც ომის დანაშაული ჩაიდინა. არასდროს იყავით თქვენ სოლიდარული უკრაინის მიმართ. ამ პერიოდში ყოველთვის იყავით რუსეთის მხარეზე და დღესაც თქვენ დაამტკიცეთ ამ რეზოლუციისადმი არმიერთებით. თქვენ ეს შეგნებულად გააკეთეთ და გულში გიხარიათ, რომ თქვენ ეს რუსეთმა დაგიფასათ და, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა ეს თქვენ დაგიფასათ, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის შექმნილია ეს მეორე განყოფილება, რომელიც თქვენთან ერთად არის და ანტიამერიკული და ანტიდასავლური რეზოლუციები ამ სულისკვეთების მატარებელი იყო. ისტორიას ამახსოვრდება ფაქტები. რა ილუღლუღეთ თქვენ არავის ემახსოვრება, ემახსოვრება ერთი რამ, რომ მოიქეცით მოღალატურად, ეს არის შედეგი და აქ თავს ვერ გაიმართლებთ“, – განაცხადა გოცირიძემ.

Next Post

ხვდები მაინც, რომ შენს ხელში ქალაქი მხოლოდ გლოვით კი არ არის სავსე, ადამიანობისგანაც იცლება?!

პარ ოქტ 21 , 2022
364 წაკითხვახვდები მაინც, რომ შენს ხელში ქალაქი მხოლოდ გლოვით კი არ არის სავსე, ადამიანობისგანაც იცლება?!,- ასე მიმართავს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერს კახა კალაძეს სოციალურ ქსელში. როგორც მელია აღნიშნავს, გამართულად არცერთი რგოლი რომ არ მუშაობს, შემდუღებლის ბრალი ვერ იქნება. „ბავშებისთვის მისაბაძი ფეხბურთელი რომ ხარ, შენი მაისური წარმატებასა და მიღწევებთან რომ ასოცირდება და ამას აკეთებ, რაც დღეს გააკეთე! პასუხისმგებლობისგან თავის დასაძვრენად იყენებ სიკვდილს შემთხვევით […]

შესაძლოა მოგეწონოთ