ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს 12 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს 12 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს თავადი იაროსლავ ბრძენის II ხარისხის ორდენები გადასცა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მათ ჯილდოები გადაეცათ “სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი დამსახურებისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, უკრაინის სახელმწიფოს მსოფლიოში პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“.

იაროსლავ ბრძენის ორდენით დაჯილდოვდნენ: აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბარბელ ბასი, პოლონეთის სეიმის მარშალი ელჟბეტა ვიტეკი და პოლონეთის სენატის მარშალი ტომაშ გროძკი, ლატვიის პარლამენტის (საეიმას) თავმჯდომარე ინარა მურნიეცე, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე იური რატასი, ლიეტუვის სეიმის სპიკერი, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენი. ამასთან, იაროსლავ ბრძენის II ხარისხის ორდენები გადაეცათ : ნორვეგიის სამეფოს სტორტინგის პრეზიდენტს, მასუდ გარახანს, ირლანდიის პარლამენტის სენატის თავმჯდომარეს, მარკ დალის, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერს ტალატ ჯაფერს, შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ირენ ქელინს, საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს ჟერარ ლარშეს და ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარეს, გორდან იანდროკოვიჩს.

  • -

    შვეიცარია მზადაა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის

    შვეიცარიამ გამოაცხადა მზადყოფნა, ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, თუ ისინი ამას მოითხოვენ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს…

    ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *