პარლამენტის ბიუროს სახალხო დამცველობის კანდიდატები ხვალ წარედგინება

252 წაკითხვა

პარლამენტის ბიუროს 24 ოქტომბრის სხდომაზე, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების სახელით, სახალხო დამცველობის კანდიდატები წარედგინება.

ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა და პარლამენტს განსახილველად 19-ვე კანდიდატი წარედგინება, რადგან პოლიტიკურმა ჯგუფმა “მოქალაქეები” უკლებრივ ყველა მსურველი კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ, “ლელომ” და “რეფორმების ჯგუფმა” ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი წარადგინეს.

სახალხო დამცველის პოსტზე ორი კანდიდატი “ევროპელმა სოციალისტებმა” დაასახელეს – ისინი პარლამენტს ასარჩევად თინათინ ერქვანიასა და ლელა გაფრინდაშვილს სთავაზობენ.

პოლიტიკურმა ჯგუფმა “გირჩმა” სახალხო დამცველის თანამდებობაზე იაგო ხვიჩია წარადგინა.

მომავალი ომბუდსმენი 6 წლის ვადით, 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩეს.

Next Post

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ

ორშ ოქტ 24 , 2022
252 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, “სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა” და სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს. „საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის სამუშაო […]

შესაძლოა მოგეწონოთ