ჯო ბაიდენი – რუსეთი სერიოზულ, სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

284 წაკითხვა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუკი უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

“ნება მომეცით, უბრალოდ ვთქვა, რომ რუსეთი წარმოუდგენლად სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. ეს იქნება სერიოზული, სერიოზული შეცდომა“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენის განცხადებით, გასული დღის დიდი ნაწილი ამ საკითხის განხილვას დაუთმო.

აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარი მოჰყვა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებას, რომ უკრაინა ე.წ. „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება. ამან გააჩინა შიში, რომ რუსეთი, შესაძლოა, საძირკველს უყრიდეს ამგვარი თავდასხმის დაწყებას, როგორც საბაბს უკრაინაში ომის ესკალაციისთვის.

Next Post

პარლამენტში დღეს თეა ახვლედიანს მოუსმენენ

ოთხ ოქტ 26 , 2022
284 წაკითხვადღეს საქართველოს პარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს მოუსმენენ. ახვლედიანი პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზეა მიწვეული. სახელმწიფო მინისტრი ანგარიშს წარადგენს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ.