დღეს საქართველოს პარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს მოუსმენენ.
ახვლედიანი პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზეა მიწვეული.
სახელმწიფო მინისტრი ანგარიშს წარადგენს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ.