არჩილ თალაკვაძე – რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკური ტრავმა აქვს

235 წაკითხვა

რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკური ტრავმა აქვს და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება ამოძრავებს, დეოლიგარქიზაციის კანონი უნდოდათ ამისთვის გამოეყენებინათ, მაგრამ შემდეგ პოტენციური ოლიგარქები საკუთარ რიგებში აღმოაჩინეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, საპარლამენტო ოპოზიციას “ვიღაცამ ჯოხი დაუქნია” და ამ საკითხისთვის თავის დანებება მოსთხოვა.

“ოპოზიცია ხმამაღალი განცხადებებით თავიდან იმიტომ გამოირჩეოდა და იმიტომ იყო შეტევაზე გადმოსული, რომ ერთადერთი მოთხოვნა და მოლდინი ჰქონდა – პარლამენტს მიეღო კანონი, სადაც მხოლოდ სახელი და გვარი იქნებოდა ჩაწერილი. ეს არის მათი პოლიტიკური ტრავმა, მათ მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება ამოძრავებთ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს ეს რადიკალური ოპოზიცია გაისტუმრა ხელისუფლებიდან, გაისტუმრა არჩევნებით, მშვიდობიანად, იმის მიუხედავად, რომ მშვიდობიანად ძალაუფლების დათმობას არ აპირებდნენ. ამას წლებია მოყვება რადიკალური ოპოზიციის მთავარი სურვილი – პოლიტიკური შურისძიება, ამ კანონშიც დაინახეს საშუალება, რომ პოლიტიკური შურისძიებისთვის გამოეყენებინათ, თუმცა, ძალიან მოკლევადიანი გათვლები ჰქონდათ, რადგან არ არსებობს მსოფლიოში კანონი, რომელშიც მხოლოდ სახელი და გვარი წერია და მხოლოდ 2 სიტყვიანია. გვესმის, რატომ დაიხია უკან დღეს ოპოზიციამ, მათ საკუთარ რიგებში აღმოაჩინეს უკრაინული კრიტერიუმების გათვალისწინებით რამდენიმე პოტენციური ოლიგარქი, შემდეგ დაიწყო კონფლიქტური პროცესები შიგნით, რადგან ხედავენ, რომ ამ კანონმა მათ პარტიულ „შავ დაფინანსებას“ შეუქმნა პრობლემები. ამიტომ ვიღაცამ, ვინც ეს საფრთხე დაინახა, დაუქნია პარლამენტში რადიკალურ ოპოზიციას ჯოხი და უთხრა – დაანებეთ თავი მაგ საკითხს. ეს ხდება სინამდვილეში,”- განაცხადა თალაკვაძემ.

Next Post

ირაკლი კობახიძე - ამ ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ ტელეკომპანია კანონიერი მფლობელისთვის უნდა გადაეცათ და 7 მილიონით გაძარცვეს

ხუთ ნოე 3 , 2022
235 წაკითხვაამ ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ უნდა გადაეცათ ტელეკომპანია კანონიერი მფლობელისთვის და დაიწყეს ტელეკომპანიის ძარცვა და 7 მილიონით გაძარცვეს. ეს დაადგინა სასამართლომ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი ნათელია და წესით პოლიტიკური სპეკულაციებისთვის სივრცე არ უნდა რჩებოდეს, თუმცა ოპოზიცია სპეკულირებას მაინც ახერხებს. „ჩვენ არ შეგვიძლია ჩავერიოთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ერთადერთი, რა შეფასებასაც გავაკეთებ როგორც […]

შესაძლოა მოგეწონოთ