გიორგი ვაშაძე – სამოქალაქო სექტორმა სახალხო დამცველობის 3 კანდიდატი დაასახელა, ამ სამის მიღმა, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვას დაუჭერს მხარს, ის არის “ქართული ოცნების” სატელიტი

246 წაკითხვა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებას სურს, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი დააზიანოს და ფარსი შექმნას.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, 3 კანდიდატია სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებული, რასაც მხარს უჭერს. ვაშაძის თქმით, ამ 3 კანდიდატის გარდა, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვას დაუჭერს მხარს, “ქართული ოცნების” სატელიტი იქნება.

“ერთ-ერთი კითხვა არის, რატომ შეიქმნა ის ფარსი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში, რომელიც დღეს გვაქვს. მინდა კიდევ ერთხელ ცალსახად ვთქვა, რომ რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არის მათ მიერ შეთითხნილი პროცესი, რომ როგორმე დააზიანონ შერჩევის მექანიზმი, გონება აურიონ საქართველოს მოქალაქეებს და კაცმა ვერ გაიგოს, რა შედეგზე გავიდა. 3 კანდიდატი არის სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებული, ჩვენ სამივეს მხარს ვუჭერთ. ამ სამიდან თუ რომელიმეს მხარს დაუჭერენ, ის უნდა გავიდეს. ამ სამის მიღმა, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვას დაუჭერს მხარს, პირდაპირ და ღიად ვაცხადებ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ის არის “ქართული ოცნების” სატელიტი. მორჩა და დამთავრდა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს”, – განაცხადა ვაშაძემ.

Next Post

პარლამენტს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დღეს წარედგინება

ორშ ოქტ 3 , 2022
246 წაკითხვაპარლამენტს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 3 ოქტომბერს წარედგინება. მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტით სამინისტროების დაფინანსება იზრდება. პროექტის გათვალისწინებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6 მლრდ 798,7 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია – 771.1 მლნ ლარით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა ერთი მილიარდ 978,6 მლნ ლარით, რაც 2022 წლის […]