უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები აგროვებენ ძალას უკრაინის ქალაქებზე ახალი მასიური დარტყმისთვის და ამისთვის მათ ირანული რაკეტები სჭირდება.
„ტერორისტული სახელმწიფო ჩვენს ინფრასტრუქტურაზე მასიური თავდასხმის შესაძლო განმეორებისთვის ძალებისა და საშუალებების კონცენტრირებას ახდენს. პირველ რიგში, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის. ამისთვის რუსეთს სჭირდება ირანული რაკეტები”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში და ყველამ, ვინც რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, ომის შედეგებზე პასუხი რუსეთთან ერთად უნდა აგოს.
„ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში და, შესაბამისად, გაახანგრძლივებს იმ საფრთხეების ზემოქმედებას მსოფლიოსთვის, რომელიც სწორედ რუსეთის ომით არის პროვოცირებული. აგრესორს რომ არა ირანული იარაღის მიწოდება აგრესორისთვის, ახლა უფრო ახლოს ვიქნებოდით მშვიდობასთან და ეს ნიშნავს, რომ უფრო ახლოს ვიქნებოდით სასურსათო კრიზისის სრულ გადაწყვეტასთან, უფრო ახლოს ვიქნებოდით ცხოვრების ხარჯების კრიზისის მოგვარებასთან, ენერგეტიკული ბაზრის სტაბილიზაციასთან. ამიტომ, აბსოლუტურად ყველამ, ვინც რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, ამ ომის შედეგებზე პასუხი მასთან ერთად უნდა აგოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.