ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა უიმედობის დანერგვა და ეს მოხდა ოპოზიციის ნაწილის, პირველ რიგში, საპარლამენტო ოპოზიციის დახმარებით, კვლევაში ძალიან კარგად ჩანს – ოპტიმიზმის დრამატული ვარდნა და უნდობლობა პოლიტიკური პროცესისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ IRI-ს კვლევის შეფასებისას განაცხადა.
ბოკერია მიიჩნევს, რომ ჩიხის დაძლევას, რომელშიც ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმმა შეიყვანა, სჭირდება დაკარგული ნდობის აღდგენა და იმ ხალხის რაოდენობის ზრდა, ვინც მყარად იქნება კურსის შეცვლის მომხრე. მისი თქმით, ასეთი რეჟიმების დასამარცხებლად, როგორიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმია, უბრალო უმრავლესობა საკმარისი არ არის.
„რაც მნიშვნელოვანია ამ კვლევაში და რაც სხვა კვლევებითაც დასტურდება, არის ის, რომ ამ ქვეყანაში არის მყარი უმრავლესობა, რომელსაც უნდა კურსის რადიკალურად შეცვლა, იმ კურსის საწინააღმდეგოდ, საითაც ივანიშვილის რეჟიმს მიჰყავს ეს ქვეყანა. ჩემი აზრით, მიჰყავს უფსკრულისკენ, იზოლაციისკენ დასავლეთიდან, პუტინის რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენისკენ, ეკონომიკური კრახისკენ. ამის შეცვლა უნდა მყარ უმრავლესობას.