შალვა პაპუაშვილი – ევროპარლამენტი გვთავაზობს ამოტრიალებულ რეალობას: მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ჯარის გაქურდვით გაოლიგარქებულ ადამიანს – მედიამენეჯერი და ჩაგვრის სისტემის შემქმნელ სააკაშვილს – „დემოკრატიის შუქურა“

287 წაკითხვა

თუ ჩავხედავთ ამ ტექსტს და იმ ნაწილს, რომელიც შესწორების სახით აღმოჩნდა დოკუმენტში, ვხედავთ, რომ ეს არის ჯორჯ ორუელისეული ტიპური „ნიუსპიკი“, როდესაც ჩვენ გვთავაზობენ, მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ქართული ჯარის გაქურდვით გაოლიგარქებულ ადამიანს ვუწოდოთ მედიამენეჯერი, ქართველი ხალხის ჩაგვრის სისტემის შემქმნელ მიხეილ სააკაშვილს ვუწოდოთ „დემოკრატიის შუქურა“ და ა.შ. – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, სამწუხაროა, როდესაც ხედავ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით მუშაობენ.

„ჩვენმა მოსახლეობამ პირდაპირ ეთერში იხილა, რაც მოხდა. მომხსენებლის მიერ მომზადებული იყო რეზოლუციის პროექტი, რომელიც იყო დაბალანსებული და იმ ადამიანის მიერ შედგენილი, რომელიც ამ საკითხებით იყო დაკავებული. ვნახეთ, თუ როგორ მოხდა ამ რეზოლუციაზე თავდასხმა, შესწორებების ინიცირება. მერე როგორც აღინიშნა, საჭირო გახდა კომპრომისები იმისთვის, რომ საბოლოოდ გარკვეული ტექსტი შედგენილიყო. ვიტყოდი, რომ სამწუხაროდ, ეს არის არაჯანსაღი კომპრომისი, რაც ჩვენ ვიხილეთ იმ პროექტის საბოლოო ვერსიაში, რომელიც კომიტეტზე დამტკიცდა. საბოლოოდ, თუ ჩავხედავთ ამ ტექსტს და იმ ნაწილს, რომელიც შესწორების სახით აღმოჩნდა ამ ტექსტში, ვხედავთ, რომ ეს არის ჯორჯ ორუელისეული ტიპური „ნიუსპიკი“, როდესაც ჩვენ გვთავაზობენ, მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ქართული ჯარის გაქურდვით გაოლიგარქებულ ადამიანს ვუწოდოთ მედიამენეჯერი, ქართველი ხალხის ჩაგვრის სისტემის შემქმნელ მიხეილ სააკაშვილს ვუწოდოთ „დემოკრატიის შუქურა“ და ა.შ. „ნიუსპიკი“, ამოტრიალებული რეალობა და სიყალბე, რომლის აღიარებასაც გვთავაზობენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთი სიყალბეების აღიარებას არ ვაპირებთ. ასეთი ამობრუნებული რეალობის შემქმნელი მხოლოდ ერთი სახელმწიფო მახსენდება, ეს არის რუსეთი. სამწუხაროა, როდესაც ხედავ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით მუშაობენ. ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი და პირდაპირი – თეთრი ვერ გახდება შავი და შავი ვერ იქცევა თეთრად, მიუხედავად იმისა, ვის რა აღქმების შექმნა სურს. ამიტომ, სიმართლე ყოველთვის დარჩება სიმართლედ და ტყუილი ყოველთვის იქნება ტყუილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Next Post

პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვას უბრუნდება

პარ ნოე 11 , 2022
287 წაკითხვაპარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვას უბრუნდება. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 11 ნოემბრის სხდომაზე მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილავს. პროექტი შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს. პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად – ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: […]