ბუღალტრული აღრიცხვა აუთსორსზე

58 წაკითხვა

ბიზნესი ბუღალტერიის გარეშე არ არსებობს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუღალტრული აღრიცხვა ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატებისთვის აუცილებელია. თუმცა, ბიზნესს სჭირდება მუდმივი განვითარება და დაკვირვება. ამ სტატიაში განვიხილავთ რაში სჭირდებათ ბიზნესმენებს ბუღალტრული სერვისები.

რას მოიცავს ბუღალტრული აღრიცხვა და ბუღალტრული სერვისები?

მცირე და საშუალო ბიზნესი ძირითადად ქირაობს ბუღალტერს ხარჯების დაზოგვის მიზნით და არ აქვთ ინფორმაცია,რომ მათთვის გაცილებით ოპტიმალურია მომსახურების აუთსორსი.

ამის 3 მარტივი მიზეზი არსებობს:

1.ბუღალტრის დაქირავებას სჭირდება ბუღალტრული პროგრამა;

აუთსორსზე ცალკეულად პროგრამის თანხას რა თქმა უნდა, არავინ იხდის. ეს იმ მინიმალურ ყოველთვიურ გადასახადში შედის, რომლის გადახდა კომპანიას უწევს.

  1. ბუღალტრის დაქირავებას სჭირდება საგადასახადო ექსპერტის ან საგადასახადო კონსულტანტის დაქირავება, რაც ხარჯებს უფრო ზრდის.

აუთსორს მომსახურების დროს, კლიენტები იღებენ წვდომას მრავალი პროფილის ექსპერტებზე. არამარტო ბუღალტრებზე, რომლებიც პროგრამაში აღრიცხავენ, არამედ საგადასახადო ექსპერტზეც, რომელიც მათ აძლევს რჩევებს. ასევე ფინანსისტზეც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს რეპორტინგის მომსახურებას.

  1. ბუღალტრის დაქირავებისას, საგადასახადო შეცდომების რისკი მთლიანად კომპანიაზე რჩება.

აუთსორს კომპანიის დაქირავებით ბიზნესი გადაჭრის საბუღალტრო პრობლემას და პრევენციას გაუკეთებს იმ დიდ რისკებს, რომლებიც არასწორი ბუღალტერიისა და გადასახადების წარმოებას ახლავს თან.

ბუღალტრული სერვისები და ფინანსური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • ანგარიშგება ფინანსური მდგომარეობის შესახებ
  • საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება
  • ფულადი ნაკადების ანგარიშგება
  • ახსნა-განმარტებითი შენიშვნები
  • ფულადი ნაკადების ანგარიშგება
  • შესადარისი ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია სტანდარტით

რატომ უნდა გაიტანოთ ბუღალტრული სერვისები აუთსორზე?

მცირე და საშუალო ბიზნესებს გირჩევთ, ბუღალტრული სერვისები აუთსორსზე გაიტანოთ. რატომ? მიზეზი მარტივია: დაზოგავთ დროს, ენერგიას და ფინანსებს. თუ გჭირდებათ ბუღალტრული აღრიცხვა და პროფესიონალთა გუნდი, საქართველოში ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული და სანდო კომპანია არის AccountAnts. მათი უპირატესობებია:

  • ბუღალტრული აღრიცხვის სისწორის სამ დონიანი კონტროლი
  • ბუღალტერიის ვირტუალური კაბინეტი და რეპორტინგის ქლაუდ სისტემა
  • ახალგაზრდა, გამოცდილი და ენერგიული გუნდი
  • აღრიცხვისა და კომუნიკაციის უახლესი სისტემები

ენთები ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებენ და დღეს-დღეობით 350-ზე მეტ კომპანიას უწევენ მომსახურებას. კარგი ამბავი ისაა, რომ ბიზნესზე ინდივიდუალურად მორგებული პაკეტები აქვთ.

მრავალფეროვანი ბუღალტრული სერვისები და ბუღალტრული აღრიცხვა პროფესიონალურ დონეზე – მიანდეთ ფინანსები ენთებს და კონცენტრირდით საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე! დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით ნომერზე +995 32 212 22 12

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

სად შეიძლება ვიყიდოთ ვიდეოკამერებისა და პარკინგის მართვის უსაფრთხოების სისტემები?

ორშ ნოე 14 , 2022
58 წაკითხვაუსაფრთხოების სისტემები საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, დღითიდღე აქტუალური ხდება. აღნიშნული არა ერთი მიზეზითაა გამოწვეული, მათ შორის იმ უბედური შემთხვევებით, რომლებიც შენობების უსაფრთხოების გაუმართაობამ გამოიწვია. დაწესებულებებში გარკვეული ტიპის უსაფრთხოების სისტემების დამონტაჟება დღეს კანონმდებლობითაც კი რეგულირდება. შედეგად, მათზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება ბოლო წლებში. არსებობს სხვადასხვა ტიპის უსაფრთხოების სისტემები: ვიდეოკამერების სისტემა პარკინგის მართვისა და კონტროლის სისტემა ელექტრონული საკეტების სისტემა შეზღუდული დაშვების […]