სად შეიძლება ვიყიდოთ ვიდეოკამერებისა და პარკინგის მართვის უსაფრთხოების სისტემები?

247 წაკითხვა

უსაფრთხოების სისტემები საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, დღითიდღე აქტუალური ხდება. აღნიშნული არა ერთი მიზეზითაა გამოწვეული, მათ შორის იმ უბედური შემთხვევებით, რომლებიც შენობების უსაფრთხოების გაუმართაობამ გამოიწვია.

დაწესებულებებში გარკვეული ტიპის უსაფრთხოების სისტემების დამონტაჟება დღეს კანონმდებლობითაც კი რეგულირდება. შედეგად, მათზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება ბოლო წლებში.

არსებობს სხვადასხვა ტიპის უსაფრთხოების სისტემები:

თითოეული უსაფრთხოების სისტემა აღჭურვილია ინდივიდუალური მექანიზმებითა და ფუნქციებით,  რომლებიც ორიენტირებულია შენობის დაცვაზე.

ამ სტატიაში განვიხილავთ უსაფრთხოების ორ სისტემას. ესენია:

რას გულისხმობს ვიდეოკამერების სისტემა?

ვიდეოკამერების სისტემა (იგივე ვიდეომეთვალყურეობის სისტემა) შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: პროგრამული და აპარატურული.

აპარატურა აერთიანებს:

  • მონიტორს
  • ვიდეო კამერებს
  • ობიექტივს
  • ვიდეორეგისტრატორს
  • ვიდეოსერვერს.

სისტემა აორგანიზებს ვიდეოკონტროლს ნებისმიერ ადგილზე და თითოეული შენობის/ობიექტის სპეციფიკაციებთან ადაპტირებადია.

მას 4 ძირითადი დანიშნულება აქვს:

  • ტერიტორიის ანალიზი
  • უსაფრთხოების დაცვა
  • ინფორმაციის მიღება
  • დანაშაულის პრევენცია

ვიდეოსისტემები გვაძლევს საშუალებას, დისტანციურ რეჟიმში შევამოწმოთ უსაფრთხოების სხვა სისტემების გამართული მუშაობა და ასევე, გამოვრიცხოთ ცრუ განგაში.

აღსანიშნია, რომ ჭკვიანი და თანამედროვე სისტემების გამოყენებით, ვიდეო ანალიტიკა გვთავაზობს როგორც რეალურ დროში მონიტორინგს, ისე ვიდეო ჩანაწერების მეშვეობით ინფორმაციის მიღებას, მათ შორის:

  • სახის ამოცნობას
  • მიტოვებული საგნების დეტექციას
  • მოძრავი ობიექტების დათვლას ან მათზე მიდევნებას
  • ობიექტების ძებნას
  • მოძრავი სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირებას (მწარმოებელი, ფერი, მოდელი, წონა, სანომრე ნიშანი, გასვლის და შესვლის დრო).

ამას გარდა, ვიდეოკამერების სისტემა საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ წესრიგის დარღვევის ფაქტების რეგისტაციაც, ვაწარმოოთ ვიდეო არქივი, დავიცვათ პერიმეტრი ვირტუალური ღობის შექმნის სცენარით და გამოვიყენოთ სხვა, ჩვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული ანალიტიკური ფუნქციები.

პარკინგის მართვისა და კონტროლის სისტემა

პარკინგის მართვისა და კონტროლის სისტემა წარმოადგენს ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემის განვითარების წინაპირობას ქალაქებში და ხელს უწყობს ეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელის შექმნას.

მსგავსი ტიპის სისტემები უზრუნველყოფს:

  • დატვირთული ავტოსადგომის შესახებ მძღოლის ინფორმირებას
  • მიმოქცევისა და ვიზიტორთა ნაკადის კონტროლს
  • შეზღუდული უფასო და დამატებითი ფასიანი დროის განსაზღვრას
  • გზებზე მოძრაობის განტვირთვას
  • სადგომი ადგილის პოვნას, პარკირების ადგილის ინდიკატორების მეშვეობით
  • ამცირებს ადგილის ძიების დროს (შედეგად ჰაერის დაბინძურებაც მცირდება)
  • ამარტივებს მანქანასთან დაბრუნებისას მის პოვნას
  • ახორციელებს მანქანების დათვლას

სისტემა, ასევე, საშუალებას გვაძლევს დავარეგულიროთ ვიზიტორების ნაკადი. ის მარტივად ინტეგრირებადია სახელმწიფო სანომრე ნიშნის ამომცნობ და სხვა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებთან.

თუ ეძებთ ისეთ სისტემებს, როგორებიცაა: ვიდეოკამერების სისტემა ან პარკინგის მართვისა და კონტროლის სისტემა, კომპანია ვეზირი გთავაზობთ თანამედროვე უსაფრთხოების სისტემების არჩევანს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ კომპანია ვეზირის ვებ-გვერდს: www.veziri.ge

ვეზირი, პარტნიორობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა:

  • ცენტრალური ვიდეო მენეჯმენტი: Milestone, Genetic
  • ვიდეო კამერები:AXIS, Honeywell, Siqura, Bosch, Hanwha, Uniview;
  • ვიდეო ანალიტიკა: BriefCam, NEC;
  • ვიდეოკამერების სისტემა ან პარკინგის მართვა: Parksol, Cross, Enkoa

Next Post

სად შევიძინოთ კარებები და ფანჯრები?

ორშ ნოე 14 , 2022
247 წაკითხვანებისმიერი სახლისა თუ შენობის ინტერიერის შერჩევისას, საკმაოდ დიდ როლს თამაშობს კარებები და ფანჯრები.  რა თქმა უნდა არჩევანი დიდია მასალისა და დიზაინის მიხედვით, მაგრამ არსებობს რამდენიმე დეტალი, რაც  შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. კარებების რამდენიმე ტიპი არსებობს: სტანდარტული კარები ბრუნვადი კარები Hi-Finity კარები ავტომატური კარები ცეცხლგამძლე კარები ტყვიაგამძლე კარები და სხვ. როგორ შევარჩიოთ კარებები? თუ კარები ოფისისთვის გჭირდებათ, სტანდარტული კარებები საუკეთესო […]