მექსიკაში, მამონტებისთვის 15 000 წლის წინ დაგებული გიგანტური მახეები იპოვეს

2,202 წაკითხვა

მექსიკაში, ტულტეპეკში მამონტებისთვის 15 000 წლის წინ დაგებული გიგანტური მახეები იპოვეს, წერს BBC. იქვე იყო 14 მამონტის ჩონჩხიც. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ეს არის პირველი მასშტაბური აღმოჩენა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ადამიანები მამონტებზე შორეულ წარსულში ნადირობდნენ. 

არქეოლოგები ამბობენ, რომ მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში, შესაძლოა მამონტების მახეები კიდევ იყოს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანები მხოლოდ მახეში გაბმულ ან დაჭრილ მამონტებს კლავდნენ. მახეების არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ მამონტებზე ნადირობა წინასწარ იყო დაგეგმილი. 

მამონტებისთვის დაგებული მახის ორმოს სიღრმე 1,7 მეტრია, ხოლო დიამეტრი 25 მეტრი. გათხრები ამ ტერიტორიაზე მექსიკაში 10 თვეა მიმდინარეობს. 

Next Post

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერას ბელგიაში 6 ადამიანი დაესწრო

ორშ ნოე 11 , 2019
2,202 წაკითხვასკანდალური ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ – პრემიერა ბელგიის ქალაქ კორტრიკშიც შედგა. „პრაიმტაიმი“ ბელგიური პრემიერის შესახებ ემიგრანტ ქალბატონს ესაუბრა. „ფილმმა საქართველოში ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ გადავწყვიტე, მენახა. კინოთეატრ „ბუდასკოპს“ რამდენიმე დარბაზი აქვს და ერთ-ერთში ეს ფილმი გადიოდა. კინოთეატრთან ძალიან ბევრი ადამიანი დამხვდა, სალაროსთან რიგი იდგა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფილმის საყურებლად დარბაზში ვიყავით მხოლოდ ექვსნი, რადგან ფილმის მიმართ ინტერესი არ […]