გაუთვალისწინებელი ხარჯები ცხოვრების ნებისმიერი ეტაპის თანმდევია. ასეთ შემთხვევებს მუდმივად ახლავს სტრესი, რადგან არც ისე მარტივია მოკლე დროში საჭირო ფინანსური რესურსების მოძიება.
ამ პრობლემის გადასაჭრელად ფინანსურმა ორგანიზაციებმა შექმნეს ისეთი სერვისები, როგორებიცაა სესხები.
ლიბერთი ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის სესხებს, გამარტივებული და მორგებული პირობებით, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე, განსაკუთრებით მაშინ, თუ შენც გაუთვალისწინებელი ხარჯების წინაშე აღმოჩნდი.
რა ტიპის სესხებს გვთავაზობს ლიბერთი ბანკი?
- ავტო სესხი
- სამომხმარებლო სესხი
- ბიზნეს სესხები
- აგრო სესხი
- სამეწარმეო სესხი
- იპოთეკური სესხი და სხვ.
ამ სტატიაში ორი ტიპის სესხს განვიხილავთ, ამას გარდა მოგიყვებით მათი დანიშნულებისა და პირობების შესახებ. ესენია – სამომხმარებლო სესხი და ბიზნეს სესხები.
ლიბერთი ბანკის სამომხმარებლო სესხი
ლიბერთი ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს 50,000 ლარამდე მოცულობის სესხს ფიქსირებული 5%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით. აქციის ფარგლებში კი, რომელიც 30 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება, პირველი 3 თვის განმავლობაში ეფექტური განაკვეთი განსაზღვრულია 18.5%-დან.
ამას გარდა, თითოეული მომხმარებელი სესხის დამტკიცებას შეძლებს ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, ლიბერთი ბანკის მობილური აპლიკაციით.
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლოს სესხის უპირატოსებებია:
- სესხის მიღების სიმარტივე
- მომხმარებლებზე მორგებული პირობები
- სხვადასხვა მიზნობრიობით გამოყენება
რა ტიპის შემოსავალი დაგჭირდებათ სესხის ასაღებად ?
- ხელფასი
- დივიდენდი
- გრანტი
- გზავნილი
- რეპეტიტორი
- სერვისი
- იჯარა
ლიბერთი ბანკის ბიზნეს სესხები?
თუ ეძებთ დამატებით ფინანსურ რესურსს საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად, გასაფართოებლად ანდაც უკვე არსებულ ბიზნესში ფინანსური ვალდებულებების გადასაფარად, მაშინ ბიზნეს სესხები სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ.
დასაწყისისთვის, უნდა იცოდეთ, რომ ბიზნეს სესხები კლასიფიცირდება ორ ძირითად კატეგორიად:
- უზრუნველყოფილი
- არაუზრუნველყოფილი
არაუზრუნველყოფილი სესხი უზრუნველყოფილისგან იმით განსხვავდება, რომ მას ისეთი ქონებით უზრუნველყოფა არ სჭირდება, როგორიცაა:
- უძრავი ქონება
- კომერციული ფართი
- მანქანა-დანადგარები
- მიწა და სხვ.
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ სესხის უზრუნველყოფის პირობებში, გაცემული თანხა უფრო მაღალია და პირობებიც განსხვავებული.
თუ გსურთ, მიიღოთ სამომხმარებლო ან ბიზნეს სესხები, ესტუმრეთ ესტუმრეთ ვერ-გვერდს www.libertybank.ge ან დარეკეთ ნომერზე: +995 32 2 55 55 00 და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ბანკის წარმომადგენლებისგან.