1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7272 ლარი გახდა

625 წაკითხვა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7272 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7272 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7396 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0124 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8207 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8563 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0356 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

Next Post

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს

პარ ნოე 18 , 2022
625 წაკითხვაპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 18 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან და ასევე “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით მოუწევს საუბარი. ირაკლი ღარიბაშვილი, ინტერპელაციის წესით, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა: გიორგი ვაშაძემ, პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, ტარიელ ნაკაიძემ, თამარ კორძაიამ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემ დაიბარეს. დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს შემდეგი კითხვებით მიმართეს: რა სამუშაოები იქნა გაწეული საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, […]

შესაძლოა მოგეწონოთ