ირაკლი კობახიძე – ომი ჯერ დასრულებული არ არის და როგორ წარმოგიდგენიათ საუბარი დავიწყოთ, რა გეგმები გვექნება დეოკუპაციის მიმართულებით? რატომ უნდა დავიწყოთ ამაზე საუბარი? ეს უპასუხისმგებლობა იქნება ქვეყნის წინაშე

რუსეთთან პირისპირ მარტო დავრჩებოდით, ვიღაცებს რომ ავყოლოდით. ამ ყველაფერს საქართველოში და უკრაინაში აკეთებდნენ ის ადამიანები, რომლებიც კუბილიუსთან მეგობრობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა შეკითხვას იმის შესახებ, რომ თუ დასავლელი პარტნიორები საქართველოზე უარს იტყვიან, რჩება თუ არა ჩვენი ქვეყანა რუსეთთან პირისპირ მარტო და რამდენად გააზრებულია ამის რისკები.

კობახიძის შეფასებით, „ამ ადამიანებს უნდოდათ, რომ საქართველო დარჩენილიყო რუსეთთან პირისპირ“, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ეს არ გააკეთა.

„ჩვენ რუსეთთან პირისპირ მარტო დავრჩებოდით, ვიღაცებს რომ ავყოლოდით. გახსოვთ, რომ იყო პირდაპირი მცდელობა, საქართველო ჩაერთოთ ომში. ამ ყველაფერს საქართველოში და უკრაინაში აკეთებდნენ ის ადამიანები, რომლებიც კუბილიუსთან მეგობრობენ. უკრაინიდან პირდაპირი მოწოდებები იყო მეორე ფრონტთან დაკავშირებით. მეორე ფრონტის შემთხვევაში ჩვენ რუსეთთან პირისპირ დავრჩებოდით. საქართველოში იყვნენ კონკრეტული პოლიტიკოსები და NGO-ების ლიდერები, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგვეშვა უკრაინაში ან სანქციები დაგვეწესებინა. მოგვიანებით ეს ყველაფერი უარყვეს, მაგრამ ისინი ხომ ამას აკეთებდნენ? სწორედ ამ ადამიანებს უნდოდათ, რომ საქართველო დარჩენილიყო რუსეთთან პირისპირ. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. საზოგადოება ყველაფერს ხედავს. თუ ვინმემ არ დატოვა საქართველო რუსეთთან მარტო პირისპირ, ეს იყო „ქართული ოცნება“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მმართველი პარტიის თავმჯდომარე გამოეხმაურა წამყვანის რეპლიკას იმის შესახებ, რომ ბოლო პერიოდში დასავლეთში გააქტიურდა შენიშვნები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ იმ ფონზე, როდესაც უკრაინა საკუთარ ტერიტორიებს იბრუნებს, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებს არ სთხოვს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გააქტიურებას.

„რა უნდა გავაკეთოთ? რაიმე კონკრეტული აქვთ, რაც თვითონ გააკეთეს და ჩვენ არა? სირცხვილია ეს ყველაფერი, რეალურად საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ წარმართოს სათანადო პოლიტიკა – მათ შორის არაღიარების პოლიტიკა, რათა დეოკუპაციის კუთხით გვქონდეს სწორი მიმართულებით სვლა და ა.შ. ყველაფერი კეთდება ამისთვის და კონკრეტულს ვერაფერს იტყვიან. არის ასეთი ტრაფარეტული ცარიელი საუბარი და ვერაფერს იტყვიან გარდა იმისა, რაც გიგაურმა თქვა, რომ ახლა არის შანსი, ის უნდა გამოვიყენოთ და რუსეთი ყველგან ვერ იბრძოლებსო. სინამდვილეში ეს არის ცარიელი სპეკულაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეკითხვას იმის შესახებ, თუ როგორ უყურებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ საქართველოს დეოკუპაციის საკითხს, კობახიძემ განაცხადა, რომ დღეს ამაზე საუბარი არის „არასერიოზული“.

„როგორ წარმოგიდგენიათ, ჯერ ომი არ დასრულებულა და ჩვენ დავიწყოთ საუბარი იმაზე, თუ ომის დასრულების შემდეგ რა გეგმები გვაქვს? რატომ უნდა დავიწყოთ ამაზე საუბარი? სერიოზული იქნება ახლა მე რომ დავდგე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ან დადგეს პრემიერი ან ჩვენი პოლიტიკური ძალის რომელიმე სხვა ლიდერი და დღეს დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ამის მერე გვექნება ესა და ეს ნაბიჯები. ეს სერიოზული იქნება? სირცხვილია, რაზე გვაქვს საერთოდ საუბარი? არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამ გათვლებს აკეთებენ. ისინი ამბობენ, რომ ომი რომ დასრულდება და რუსეთმა რომ მოიგოს, ის ჩვენ მოგვიბრუნდება, ხოლო რუსეთი თუ წააგებს, ჩვენ იარაღით უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი და ცხინვალი. ეს არის არასერიოზული რადიკალური ოპოზიციის მსჯელობა. როგორ შეიძლება ასეთ მსჯელობებში შევიდეთ? ეს ხომ სირცხვილი იქნება. ეს ხომ უპასუხისმგებლობა იქნება საკუთარი ქვეყნის წინაშე, ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *